"დავაი აქედან დროზე და გარეთ დამელოდე!... ვისაც კლინიკა "ლანცეტში" ვინმე გიწევთ სასწარფოდ გაიყვანეთ - რა ხდება კლინიკაში
სოც.მედია - 14:57, 22 Jan, 2018     35784
სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ბაკურ სვანიძე კლინიკა "ლანცეტში" მომხდარის შესახებ წერს.

"ახლა მოვიცალე ამის დასაწერად! კლინიკა "ლანცეტი"! ამ ჯოჯოხეთში ვისაც გიწევთ ახლობელი, სასწრაფოდ გადაიყვანეთ მაქედან სადმე! მაგ კლინიკიდან აუცილებელია ყველა პაციენტის გამოყვანა და შიგნით ბომბის შეგდება! მე რაც მაგ კლინიკის "ემერჯენსი" ვნახე - ეს იყო კატასტროფაზე მეტი! არაკვალიფიციურობა თვალშისაცემია, მაგრამ ვინაიდან მე არ ვარ ექიმი, ვინმე შეიძლება შემომედავოს! ამიტომ მხოლოდ ხეპრეობასა და უზრდელობაზე ვიტყვი:- დილის 5 საათზე შეიყვანეს მანდ დედაჩემი! წნევა - 220/110! ძლიერი სისხლდენა ცხვირიდან! სასწრაფო დახმარების მანქანას უკან მივყევი ჩემი მანქანით. შევედი. დედაჩემი წევს საწოლზე. ვიღაც ღლაპი თვალების ფშვნეტით, ნელა-ნელა რაღაცეებს ბოდიალობს! რას აკეთებს თვითონ არ იცის. ვიღაც "ტიპშა" და არა ექიმი - იხევა შუაზე, რომ ვენა იპოვოს და ჩაუდგას კათეტერი. 10 წუთი ვუყურებ. მერე ამ ღლაპს მივმართავ:-

- ექიმი თქვენ ბრძანდებით?

- არა, მე არ ვარ.

- აბა, სადაა ექიმი?

- რომელი ექიმი?

- რომელი და ბოტკინი! ემერჯენსის მორიგე ექიმი სადაა?

გამოთაყვანებული მიყურებს. კიდევ ხუთიოდე წუთი და სადღაც ოთახის სიღრმიდან ვიღაცა ძალიან უკმაყოფილო და ნამძინარევი სახით მოდის და ამბობს:- ვინ კითხულობდა ექიმს? ასე დაახლოებით 30 წლის პიჟონური მანერების ღლე!

- მე ვკითხულობდი - ვეუბნები

- რა გინდა? - ისე მეკითხება, თითქოს კაი ხანია მიცნობს.

- ამ ადამიანის მდგომარეობა მაინტერსებს. წნევა აქვს 220 და უკვე 1 საათია შეუჩერებლად სისხლი მოსდის!

- სასწრაფოს ექიმი შენ ხარ? შენ მაბარებ პაციენტს? - ტონში აშკარა ირონია აქვს.

- არა, მეშვილი ვარ და გეკითხებით რა მდგომარეობაა, თან მინდა მიხედოთ და არა უყუროთ 15 წუთი უმოქმედოდ.

- აქ ყოფნის უფლება არ გაქვს! აქ მარტო ექიმები არიან! დავაი აქედან დროზე და გარეთ დამელოდე! - აი, ზუსტად ასე ამ სიტყვებით და სასტიკად უხეში ტონით!

- რა ბიჭო? რა "დავაი აქედან" შენ ხო არ გამჟავებს ტვინში?! - ამომასხა რა თქმა უნდა. იქიდან დედაჩემი მანიშნებს, მოიცა, არ იჩხუბო, ამათ ხელში ვარო!

- დროზე გადი აქედან! დამელოდე გარეთ! მიდი! მალე! რა თქმა უნდა იქვე გადავწყვიტე, რომ ამ სახედარი ს ხელში დედაჩემს არ დავტოვებდი. 15 წუთი დამჭირდა რაღაცეების მოსაგვარებლად და დედა ხეჩინაშვილის კლინიკაში გადავიყვანე. რატომ პირდაპირ იქ არ მივიყვანე, ან მერე როგორ გადავიყვანე, მაგას ცალკე, მომდევნო პოსტში დავწერ და მანდ უკვე სასწრაფო დახმარების ბრიგადასაც მოხვდება! ამ ხალათიან ღლეთავას კი მისი სათქმელი ვუთხარი! სამწუხაროდ არ მითხრა არავინ მისი სახელი და გვარი. მინდოდა ხვალ-ზეგ კლინიკის გარეთ მენახა და "დავაი აქედან" მისთვის ქართულად მეთარგმნა! არც დრო იყო მაგისი. 220 წნევიანი ქალი, სისხლისდენით, საკუთარი ავტომობილით გავაქანე "ხეჩინაშვილში"! ვინმემ რომ არ თქვას - "ექიმებს ლანძღავო" - აქვე ვიტყვი:- ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმების ძალიან მადლიერი ვარ!

აი, "ლანცეტში" ვინც 19-დან 20 იანვრის ღამეს "ემერჯენსში" მორიგეობდა - შენი არაექიმი დედას შე**ი ნა***ი! ამას თუ შემთხვევით წაიკითხავ და მნახავ - გამიხარდება! - წერს სვანიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42