კურიერს მიაწოდეს ის ჩვენებები, რომელიც მოკლული გენერალ სამსონ ქუთათელაძის ბიზნესპარტნიორებმა გამოძიებას მისცეს. ჩვენებებით დგინდება, რომ გენერალ ქუთათელაძეს, რუსთავის ბაზრის გამო, მის ყოფილ მფლობელებთან და ბაზრის მოქმედ დირექტორთან დიდი დაპირისპირება ჰქონდა.
მოკლულ გენერალ სამსონ ქუთათელაძეს ფინანსური პრობლემები და ვალდებულებები ჰქონდა. როგროც ცნობილია, მას საზღვარგარეთ ახალი ბიზნესის დაწყება სურდა, რის გამოც ბიზნეს პარტნიორებთან კონფლიქტი მოუვიდა.
ბაზარის მფლობელი, საჯარო რეესტრის ბოლო მონაცემებით, მოკლული სამსონ ქუთათელაძე, უზიელ ნონი და ისრაელის კიდევ ერთი მოქალაქე - დავით შათაშვილი, არიან.
თუმცა, ამავე ტერიტორიაზე 160 კვ.მ. მიწას და დახლებს ფლობს ყოფილი პროკურორი, გიორგი ჭანტურია. ბაზრის რემონტის შემდეგ მოვაჭრეებმა ჭანტურიას კუთვნილი დახლები დატოვეს და სავაჭროდ ქუთათელაძის კუთვნილ ბაზარში გადავიდნენ. მომხმარებლების გარეშე დარჩენილ ჭანტურიას ურთიერთობა სამსონ ქუთათელაძესთან დაეძაბა, ბოლოს საქმე სკამების სროლამდე მივიდა.
გენერალ ქუთათელაძის ბიზნესპარტნიორი, უზიელ ნონი, დარწმუნებულია, რომ ეროვნული გვარდიის ყოფილი მფლობელი დაქირავებულმა მკვლელმა იმსხვერპლა.
წყარო: rustavi2.ge
მასალის გამოყენების პირობები






