“დღეს უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი, შვილს სკოლაში მივაკითხე, თან ტელეფონზე ქართულად ვსაუბრობდი. უცებ სკოლის დაცვის თანამშრომელი(, სრულიად არაქართული გარეგნობით)მეკითხება- ქართველი ხარ? მე სადაც ვცხოვრობ იქ ქართველები ცოტანი არიან, ამიტომ გამიკვრიდა. როცა შეკითხვა დავუბრუნე, მითხრა მე ესპანელი ვარ მაგრამ, სამი შვილი მყავს და ქართველ ვაჟკაცებად ვზრდიო. როგორც გავარკვიე ქართველი მეუღლე ყოლია, რომელიც რამოდენიმე წლის წინ გარდაცვლილა, მაგრამ მოახერხა ქმარ-შვილს ისე შეაყვარა საქართველო, რომ ცრემლიანი თვალებით ისმენდა ჩემს ქართულს. ჩვენს სახლში ყველაზე წმინდა სიტყვა- დედა არისო. ბიჭები ქართულ ეკლესიაში დამყავს და მალე საქართველოში მივდივარო! ბოლოს მკითხა იქნებ იცნობდი ჩემს ცოლს- ეკატერინე ერქვაო. არ ვიცნობდი, არც ბანალური მინდა ვიყო, მაგრამ დაილოცოს მისი ქალობა, ოთხი ესპანელი ვაჟკაცისთვის დედა რომ ყველაზე წმინდა სიტყვად აქცია და საქართველო სალოცავად გაუხადა!” - წერს მარიტა.
აღნიშნული ისტორიის დეტალებზე ჟურნალი „სარკე“ წერს.
ახალგაზრდა მამა ჯეფრი ჯონ ლოუნი, რომელიც ნიუ ჯერსის შტატში სამ ბიჭს ზრდის.
ბიჭბის დედა ეკა თექაძე 2015 წელს, სიმსივნით დაიღუპა. ქმარმა ცოლის სიყვარულით ქართული ისწავლა, შვილებსაც ასწავლის და უფრო მეტიც, ნაბოლარა შვილს დედის გვარი მისცა.
ეკა 18 წლის იყო როცა ამერიკაში ჩავიდა სამუშაოდ, თავადაც გარდაცვლილი ჰყოლია დედა.


მასალის გამოყენების პირობები






