„სანდო საინფორმაციო წყაროების რეიტინგს მომხმარებლები შეადგენენ“ - მარკ ცუკერბერგი
პოლიტიკა - 10:31, 20 Jan, 2018     763

Facebook-ის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი, 2018 წელს დიდ სიახლეებს აანონსებს, მათ შორის გახლავთ სიახლეების ველში სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების სიახლეების გამოჩენისა და მათი რაოდენობის შემცირების საკითხი. გუშინ გაკეთებული განცხადების მიხედვით კი სანდო საინფორმაციო წყაროებს თავად სოციალური ქსელის მომხმარებლები გამოავლენენ:

განვაგრძობთ ფოკუსირებას 2018 წელზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ დრო, რომელსაც Facebook-ისთვის ვხარჯავთ, შედეგიანად დახარჯული დროა...

გასულ კვირას განცხადება გავაკეთე სერიოზულ ცვლილებებზე, რათა ფოკუსირება მოხდეს მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე, შედეგად თქვენ იხილავთ ნაკლებ საზოგადო პუბლიკაციებს, მათ შორის სიახლეებს, ვიდეოებსა და შეტყობინებებს ბრენდებისგან. ამ ცვლილებების შემდეგ თქვენ დღეს არსებული 5%-ისა სიახლებიდან, რომელსაც News Feed-ზე ხედავთ, იხილავთ 4%-ს. ეს დიდი ცვლილებაა.

დღეს გაგიმხელთ ჩვენს მეორე მნიშვნელოვან გეგმას: რათა დავრწმუნდეთ, რომ სიახლეები, რომლებსაც თქვენ ხედავთ - მაღალი ხარისხისაა. მე შესაბამის ჯგუფს სამუშაოების ჩატარება ვთხოვე, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ყურადღებას მაღალი ხარისხის სიახლეებს ვუთმობთ, რომელიც იმსახურებს ნდობას და არიან ინფორმაციულები. ჩვენ მომავალ კვირას ვიწყებთ გეგმის განხორციელებას.

თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ბევრი სენსაცია, დეზინფორმაცია და პოლარიზაცია არსებობს. სოციალური მედია საშუალებას აძლევს ხალხს ინფორმაცია სწრაფად გაავრცელონ, ვიდრე ოდესმე, თუ ჩვენ ამ პრობლემებს არ აღმოვფხვრავთ, ხელს შევუწყობთ მათ გაძლიერებას. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სიახლეების ველმა პროპაგანდა გაუწიოს მაღალხარისხიან სიახლეებს, რომელიც საერთო შეხედულებების შექმნას შეუწყობს ხელს.

რთული საკითხი, რომლის გადაწყვეტასაც ვცდილობდით, იყო ის თუ როგორ განგვესაზღვრა რა იყო მაღალი ხარისხის. შეგვეძლო თავად მიგვეღო გადაწყვეტილება ამ საკითხში, მაგრამ ეს ის არ არის რაც გვსურს. განვიხილეთ ექსპერტების მოწვევის საკითხიც, რომლებიც შეაფასებდნენ და რეიტინგს შეადგენდნენ, მაგრამ ობიექტური გადაწყვეტილება არ იქნებოდა. ასევე შეგვიძლია გკითხოთ თქვენ, საზოგადოებას და თავად შეადგინოთ რეიტინგი.

გადავწყვიტეთ - თუ საზოგადოება ჩამოყალიბდება, რომელი წყარო იმსახურებს ნდობას, იქნება გაცილებით ობიექტური.

აი, როგორ იმუშავებს ეს. ჩვენი გამოკითხვის ფარგლებში, შევეკითხებით ხალხს იციან თუ არა ამა თუ იმ სიახლეების წყაროს შესახებ და თუ იციან, ენდობიან თუ არა მას. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გარკვეულ საინფორმაციო ორგანიზაციებს მხოლოდ მათი მკითხველები ენდობიან.

ეს განცხადება არ შეცვლის სიახლეების რაოდენობას, რომელსაც ხედავთ Facebook-ზე. ეს უბრალოდ დააბალანსებს სიახლეებს, რომელსაც ხედავთ, იმ წყაროებზე დაყრდნობით, რომლებსაც თქვენ ენდობით“, - წერს მარკ ცუკერბერგი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42