"ევროპული საქართველო" სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს განცხადებით პასუხობს
პოლიტიკა - 18:50, 19 Jan, 2018     2417
"ევროპული საქართველო" სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს განცხადებით პასუხობს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ის რომ ხელისუფლება რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად იბრძვის, არ ნიშნავს იმას რომ ტელეკომპანიას შეუძლია ასე უხეშად დაარღვიოს ჟურნალისტური სტანდარტები და კრიტიკაზე მსგავსი რეაქცია ჰქონდეს.

"რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის ოფიციალური განცხადებიდან ჩანს, რომ ტელეკომპანია არ აპირებს მათ მიერ გავრცელებული სიყალბისთვის არც ბოდიშის მოხდას და არც შეცდომის გამოსწორებას. ჩვენი განცხადებისა და სამართლიანი კრიტიკის საპასუხოდ, მხოლოდ ბრალდებები და მუქარა მოვისმინეთ. ტყუილის გავრცელების კონკრეტული ტექნიკური დეტალების აღწერა ამ შემთხვევაში არაა არსებითი. მითუმეტეს თუ შეცდომით ასეთი დასკვნა გააკეთა სიუჟეტის ავტორმა, გაუგებარია რეიტინგის ასეთი კლების შესახებ თავად პარტიის წარმომადგენლებს რატომ არ ჰკითხა აზრი.

მუქარა, რომ კრიტიკისთვის ბოდიშის არმოხდის შემთხვევაში, ტელეკომპანია ჩვენს პარტიასთან არ ითანამშრომლებს, მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებს და ადასტურებს იმ პრობლემას, რაზეც ჩვენ მივუთითეთ. ასეთი მიდგომა დღეს სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებისთვისაა დამახასიათებელი ხოლო რუსთავი 2-ის რეპუტაციას დიდ ზიანს აყენებს. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის მიერ შემოთავაზებული ლოგიკა ხელისუფლების ლოგიკის იდენტურია - ქართული ოცნება ოპოზიციას სდებს ხოლმე ბრალს ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობაში როცა ჩვენ ივანიშვილის ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე ვაკრიტიკებთ.

გამოდის, რომ თუ რუსთავი 2 პოლიტიკურ სიმპატიებზე დაყრდნობით დაარღვევს ჟურნალისტურ სტანდარტებს და ამის გამო გააკრიტიკებენ, ტელეკომპანია კრიტიკის ავტორებთან თანამშრომლობას შეწყვეტს. ის რომ ხელისუფლება რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად იბრძვის, არ ნიშნავს იმას რომ ტელეკომპანიას შეუძლია ასე უხეშად დაარღვიოს ჟურნალისტური სტანდარტები და კრიტიკაზე მსგავსი რეაქცია ჰქონდეს. პრობლემა ეთერში გაშვებული სიყალბე და შემდგომი რეაქციები, არა ჩვენს მიერ გამოთქმული კრიტიკა. მსხვილი მედიის ასეთი დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

ბრალდება თითქოს ჩვენი კრიტიკა ხელისუფლებას შესაძლოა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში არგუმენტად გამოსდგომოდა, აბსურდულია. რუსთავი 2-ს სრული უფლება აქვს ჰქონდეს პოლიტიკური სიმპათიები და სწორედ სარედაქციო პოლიტიკის დასაცავად იმოქმედა სტრასბურგის სასამართლომ. იმ შემთხვევაშიც როცა რუსთავი 2 ჟურნალისტურ სტანდარტებს არღვევს, მეპატრონეებისთვის მისი წართმევის უფლება არავის არ აქვს. ხელისუფლების მოტივაცია კი დღეს სატელევიზიო ბაზრის მთლიანად ხელში ჩაგდებაა.

სამწუხაროა, რომ დღეს ხელისუფლების გავლენის მიღმა დარჩენილი ერთადერთი მსხვილი ტელეკომპანია არ უფრთხილდება მაყურებლის ნდობას და კრიტიკას ასეთი სპეკულაციებით პასუხობს" - აღნიშნულია "ევროპული საქართველოს" განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42