„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებასთან უნისონში თავს ესხმის „რუსთავი 2“-ს“ – „თავისუფალი საქართველო“
პოლიტიკა - 18:04, 19 Jan, 2018     1493

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ პარტია ,,ევროპული საქართველოს“ მხრიდან გაკეთებულ განცხადებას პოლიტიკური პარტია - თავისუფალი საქართველო განცხადებით ეხმაურება:

„გიგა ბოკერიას გუნდის განცხადება „რუსთავის“-ს წინააღმდეგ წარმოადგენს ამ პარტიის, როგორც ხელისუფლებასთან უნისონში მომუშავე ჯგუფის კიდევ ერთ აშკარა ლუსტრაციას.

როგორც ჩანს, ბატონ ბოკერიას არ აკმაყოფილებს, რომ მხოლოდ მისი და სამთავრობო პარტიის აქტივობებს მთლიანად და ექსკლუზიურად ეთმობა „იმედის“, „პირველი არხის“, „მაესტროს“ და საქართველოს თითქმის ყველა ცენტრალური არხის ეთერი და სურს თავისი მონოპოლიური მდგომარეობა განავცროს „რუსთავი 2“-ზეც.

კომიკურია, რომ „ევროპული საქართველოს“ გაღიზიანება გამოიწვია NDI-ის კვლევის შედეგებმა, რომლის მიხედვითაც ამ პარტიას 4%-იანი მხარდაჭერა აქვს. ბოკერიას ეცოტავა 4%, რომელიც სინამდვილეში 10-ჯერ მაინც აღემატება მისი პარტიის რეალურ რეიტინგს (რაც შეეხება არჩევნებზე ნაჩვენებ შედეგს - ეს მთლიანად ბიძინა ივანიშვილის, სუს-ის და ბატონი კეზერაშვილის დამსახურებაა).

იმის მიუხედავად, რომ ჩვენი პარტია „თავისუფალი საქართველო“ არ განეკუთვნება იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომელიც ხშირად ხვდებიან „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სივრცეში, ეს ხელს არ გვიშლის დავინახოთ, რომ ამ ეტაპზე ეს ტელეკომპანია ერთადერთია საერთო მაუწყებლებს შორის, რომელიც არ არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული მანქანის ნაწილი და ხელისუფლების მხრიდან ღია შეტევის პირობებში ატარებს საკუთარ და განსხავებულ სარედაქციო პოლიტიკას“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42