„ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის მხრიდან დარტყმა რუსთავი2-ზე ბიძგის მიმცემი იქნება სახელისუფლო ინტერესებისთვის და აზიანებს ჩვენს საერთო მიზანს“ - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 17:42, 19 Jan, 2018     1167
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ პარტია ,,ევროპული საქართველოს“ მხრიდან გაკეთებულ განცხადებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი. ბაჩუკი ქარდავა მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მიმართ მსგავსი ხასიათის პოლიტიკური დარტყმები აზიანებს საზოგადოებისა და ოპოზიციური სპექტრის საერთო მიზანს და ბიძგის მიმცემია სახელისუფლო ინტერესებისთვის

,,მაშინ, როცა ხელისუფლების მიერ მედია ჩახერგილია; როცა ,,ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში პერმანენტულად მიმდინარეობს ღია თუ ფარული დარტყმები თავისუფალი მედიის წინააღმდეგ; როცა ადგილი აქვს განსხვავებული აზრის მიმართ ქვეყნის ფორმალური თუ არაფორმალური მმართველების მხრიდან აგრესიულ დამოკიდებულებას, რუსთავი 2-ის, როგორც განსხვავებული აზრის მატარებელი, დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მიმართ მსგავსი ხასიათის პოლიტიკური დარტყმები აზიანებს საზოგადოებისა და ოპოზიციური სპექტრის საერთო მიზანს - არ მივცეთ საშუალება ხელისუფლებას განახორციელოს პოლიტიკური ზეწოლა და მოახდინოს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. მითუფრო, როცა ტელეკომპანიასთან დაკავშირებული პროცესები სტრასბურგის სასამართლოშია გადატანილი, ხოლო ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ი თავის ანგარიშში ხელისუფლების მხრიდან რუსთავი 2-ზე განხორციელებულ ზეწოლას შემაშფოთებელს და მედიის დამოუკიდებელ მუშაობაში ჩარევას უწოდებს. ვფიქრობ, ამ ფონზე ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის მხრიდან ტელეკომპანიაზე დარტყმა მხოლოდ ბიძგის მიმცემი იქნება სახელისუფლო ინტერესებისთვის და დამაზიანებელი საერთო საქმისთვის, როგორიცაა განსხვავებული და თავისუფალი აზრისთვის ბრძოლა“ - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42