სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ი "ევროპული საქართველოს" განცხადებას ეხმაურება
პოლიტიკა - 17:32, 19 Jan, 2018     2125

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 "ევროპული საქართველოს" განცხადებას ეხმაურება.

NDI-ის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის მონაცემების დამუშავებისა და სისტემაში შეყვანის დროს, 18 იანვარს "კურიერში" 21.00 საათზე, გაიპარა შეცდომა. კვლევის პოლიტიკური ნაწილი შედგებოდა სამი სლაიდისგან: 54-ე სლაიდზე დატანილი იყო 4 პარტიის "ქართული ოცნების", ენმ-ის, "ევროპული საქართველოს" და "პატრიოტთა ალიანსის" მაჩვენებლები. შემდეგ იყო დინამიკა - როგორ იცვლებოდა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა. ამ სლაიდზე "ევროპული საქართველო" იყო მოხსენიებული სხვა პარტიებს შორის.

PDF ფაილიდან სისტემაში მონაცემების გადატანის დროს მოხდა მექანიკური შეცდომა - ეთერში ითქვა, რომ 12-დან 4 პროცენტამდე დაეცა "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერთა რიცხვი. ტექსტი კი უნდა ყოფილიყო - 12%-მდე დაეცა სხვა პარტიების მხარდამჭერთა რიცხვი. ტელეკომპანია აცნობიერებს, რომ NDI-ის კვლევებში "ევროპულ საქართველოს" არასდროს ჰქონია მოქალაქეების 12% მხარდაჭერა და შესაბამისად, ვერ მოხდებოდა მისი კლებაც.

აღნიშნულთან დაკავშირებით იმ დღესვე მოხდა კომუნიკაცია "ევროპული საქართველოს" ლიდერებთან. ტელეკომპანიამ აღიარა შეცდომა და პარტიის წარმომადგენლებს განემარტათ მომხდარის დეტალები.

რუსთავი 2 აპირებდა დღეს იმავე ფორმატში არაზუსტი ინფორმაციის უარყოფას. სამწუხაროდ, "ევროპულმა საქართველომ" სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით გაავრცელა არაკორექტული და სიცრუის შემცველი განცხადება (საუბარია პარტიის განცხადების ბოლო ნაწილზე) და გაიმეორა ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ნარატივი რუსთავი 2-თან დაკავშირებით.

დარწმუნებული ვართ, საპარლამენტო უმცირესობის ეს განცხადება გამოყენებული იქნება ხელისუფლების მიერ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ პროდასავლური მსხვილი ოპოზიციური პარტიისთვის, რომლისთვისაც, ისევე როგორც ყველა სხვა პროდასავლური პარტიებისთვის, ერთადერთი მედიაპლატფორმა რუსთავი 2-ია, სრულიად დაუშვებელი და უპასუხისმგებლოა ამ შინაარსის განცხადებების გავრცელება.

საჭიროდ მივიჩნევთ, მოვუწოდოთ "ევროპულ საქართველოსა" და მის ცალკეულ ლიდერებსა და წევრებს, გავრცელებული არაკორექტული განცხადების გამო მოუხადონ ბოდიში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს, რათა მომავალშიც გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენ შორის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42