„შეტევები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსთავი 2 არის ერთი პიროვნების ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიკერძოებული ტელევიზია, სრულიად მიუღებელია და მინდა ცალსახად ავღნიშნო, რომ რუსთავი 2 არის ფლაგმანი სიტყვის თავისუფლების დაცვის და ის არის ყველასი. რომ არა რუსთავი 2, დღეს ყველაფერი დაბლოკილი იქნებოდა და საზოგადოება ვერ გაიგებდა იმას, რაც ხდება; რუსთავი 2 რომ არ იყოს „ევროპელი დემოკრატები“ და პაატა დავითაია ვერსად ვერ გაშუქდებოდა. ამ ტელევიზიას მე ვთვლი ჩემს ტელევიზიად და მზად ვარ, ყოველთვის დავიცვა სიტყვის თავისუფლება და ჩემი ტელევიზია. როგორც ჩემია ეს ტელევიზია, ისეა ყველა პოლიტიკური პარტიის, სადაც რუსთავი 2-ზე მათ აქვთ ტრიბუნა და არამგონია, ეს ტელევიზია იყოს მიკერძოებული და რომელიმე ადამიანის კერძო ინტერესების გამტარებელი“ - განაცხადა პაატა დავითაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






