მიხეილ სააკაშვილმა სასამრთლოშ დარბაზში შეკრებილებს მიმართა და უკრაინის ხელისუფლების წევრები კორუფციასა და მის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. სააკაშვილის თქმით გუშინ სასამართლომ მას მისი ამერიკული საბანკო კარტა დაბლოკა, მიუხედავად იმისა, რომ მას უკრაინის საზღვრებს მიღმა ყველა საბანკო ანგარიში დახურული აქვს. სააკაშვილის თქმით ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, თუ რა არაპროფესიონალები არიან საგამოძიებო ორგანოებში.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა სასამართლო სხდომების თარიღის გადატანის რეალური მიზეზი არის ის, რომ პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს იმისთვის,რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
„მათ საქმე არ აქვთ, არ აქვთ მტკიცებულებები, მუდმივად არ ჰყოფნით შესაძლებლობები, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანონ, ამიტომ სასამართლო სხდომა უკვე მეხუთედ გადააქვთ, მთელი ამ ხნის განმავლობაში მე მხოლოდ ერთხელ დამკითხეს და მაშინაც შეკითხვები პოლიტიკური ხასიათის იყო.“- განაცხადა საააკშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, 22 იანვარს ჩანიშნული სხდომის შემდეგ, რომელზეც მისი მოქალაქეობის საკითხი უნდა განიხილოს, შესაძლოა მისი დეპორტაცია მოახდინონ:
„გამუდმებით ხდება სასამართლო სხდომის გადატანა, რადგან მათ მხოლოდ ერთი საქმე და ერთი სურვილი აქვთ. ორშაბათს მათთვის მთავარი სასამართლო სხდომა იმართება, რომლის შემდეგაც შესაძლოა ქვეყნიდან ჩემი დეპორტაცია მოახდინონ, მათი მთავარი პრობლემა არის ის, რომ მე ამ ქვეყანაში ვარ“- აღნიშნა სააკაშვილმა. მისი თქმით, პირველი საკითხი, რითაც მადივის კუნძულებზე დასვენების შემდეგ უკრაინაში დაბრუნებული პოროშენკო დაინტერესდა, მისი სასამართლო საქმეები იყო;
„მალდივის კუნძულებიდან ჩამოფრებისას, პირველი რაც პოროშენკომ იკითხა, როგორ არის სააკაშვილის სასამართლოების საქმო“- განაცხადა საააკაშვილმა.
უკრაინის რადას დეპუტატმა, იური დერევიანკომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან სასამართლო სისტემაში უხეში და უკანონო ჩარევა ხდება.
„ეს აიხსნება იმ სამი პროცესით, რომელიც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. ერთი პროცესი ეხება გამოგონილი სისხლის სამართლის საქმეზე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას, მეორე პროცესი უკავშირდება საემიგრაციო სამსახურის უმოქმედობას. სასაცილოა, რომ საემიგრაციო სამსახურმა პროცესი პირველ ინსტანციაში მოიგო და საკუთარ თავს სააპელაციოში უჩივლა. ეს მხოლოდ იმ მიზნით გააკეთეს, რომ შეამცირონ 30 დღიანი ვადა, რომელსაც კანონი წაგებულ მხარეს გასაჩივრებისთვის აძლევს. ისინი ფიქრობენ, რომ 22 იანვარს სასამართლო შეასრულებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დავალებას და მათ საფუძველი ექნებათ მიხეილ სააკაშვილის დეპორტაციისთვის. ეს გეგმა ვერ განხორციელდება, რადგან არსებობს კიდევ სხვა სასამართლო პროცესები, რომლებიც დააბრკოლებს დეპორტირების პროცედურას,“ - აღნიშნა დერევიანკომ.
26 იანვარს კიევის სააპელაციო სასამართლომ პეჩორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა განიხილოს, პეჩორის სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას პროკურატურა ასაჩივრებს. აღნიშნული საქმე ეხება ბრალდებას, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს ედავებიან პრორუსული ძალების მიერ, კერძოდ, უკრაინის ყოფილი ხელისუფლების – იანუკოვიჩის გარემოცვის მხრიდან დაფინანსების მიღებას მიტინგებისთვის, რომლის მიზანი იყო მთავრობის დამხობა. თავად სააკაშვილი ამ ბრალდებებს უარყოფს და მათ ფაბრიკაციას უწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები






