"ვეღარ ვუძლებ ძმაო, აღარ შემიძლია ამდენი გაჭირვების ატანა... მამაკაცი ხიდზე იყო და გადმოხტომას აპირებდა" - რა მოხდა თბილისში
სოც.მედია - 15:33, 19 Jan, 2018     22785
სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ბესო დანელია ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"საღამოს შვიდ საათზე- ვაშლიჯვრის ასახვევთან, უფრო კონკრეტულად - ყოფილი ავეჯის სახლთან, მესამე ზოლში ვმოძრაობდით საბურთალოს მიმართულებით. საცობი არ იყო , მაგრამ საკმაოდ ინტენსიური მოძრაობა გახლდათ პიკის საათიდან გამომდინარე და შესაბამისად დაბალი სიჩქარით მივდიოდით. უცბად დავინახეთ თუ როგორ ადიოდა, იქვე არსებული ხიდის მოაჯირზე ახალგაზრდა კაცი, რომელიც გადახტომას ლამობდა, მე და ჩემი მეგობარი მაქსიმალური სისწრაფით ისე გადმოვედით ინსტიქტურად მანქანიდან, რომ ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს და მისი მიმართულებით გავიქეცით. პირველ ზოლში მიმავალი მანქანიდან, ახალგაზრდა ქალი ელვის სისწრაფით გადმოვიდა და გაიქცა ხიდისკენ. მას რამოდენიმე ნაბიჯში მისი მეუღლე მისდევდა უკან, ყველას დაგვასწრო გოგონამ ჯებირზე გადახტომა, თან განწირული ხმით უყვიროდა ,,რას აკეთებ- ჩამოდიო ,,მამაკაცი უკვე ასული იყო ხიდზე და გადასახტომად ემზადებოდა ,მაგრამ ქალის ყვირილის ხმაზე მოიხედა და ამ დროს -წამის მეასედში მოასწრო გოგომ მოქმედება , მამაკაცის ფეხს ჩააფრინდა ორივე ხელით და აქეთ გადმოძალა ინერციით .

ამასობაში ჩვენც მივირბინეთ და მაგრად ჩავკიდეთ ხელი, უკვე გადარჩენილ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ასე 45 წლამდე იქნებოდა. არასდროს დამავიწყდება მისი სახე, იგი დამსხვრეულ სარკეს გავდა, საიდანაც საოცარი ტანჯვის ანარეკლი გიცქერდა. ამით რას ეშველება ჩემო ძმაო, შენ გენაცვალე, დამშვიდდი ღვთის გულისათვის, წამოდი მანქანაში დაბრძანდი ,სახლში წაგიყვანოთთქო, ვუთხარი და გადავეხვიე. ,,ვეღარ ვუძლებ ძმაო, აღარ შემიძლია- ამდენი გაჭირვების ატანაო ,,მომიგო მან აცრემლებულმა.

სრულიად ფხიზელი იყო , შეშფოთებული , მაგრამ ამასთანავე რაღაც დოზით კმაყოფილებაც დაეტყო სახეზე , როდესაც გააცნობიერა , რომ მისი სიცოცხლე გრძელდება და ხიდის ქვეშ არსებულ ლოდებზე არ დასრულებულა . ეს ყველაფერი ისეთ მცირე დროში მოხდა , რომ ვერც გამოველაპარაკეთ იმ ახალგაზრდა წყვილს ,რომლებმაც ორი მცირე-წლოვანი ბავშვით ,მანქანა შუა ტრასაზე დატოვეს და ადამიანის გადასარჩენად გაემართნენ . მას შემდეგ რაც დარწმუნდნენ , რომ სუიციდის საფრთხე აღარ ემუქრებოდა კაცს და ჩვენ ვესაუბრებოდით და ვამშვიდებდით , კვლავ საკუთარი ავტომობილისკენ წავიდნენ ბავშვების დასაწყნარებლად .

აღნიშნულ მოცემულობაში ყველაზე დამთრგუნველი ის გახლდათ , რომ იქვე სიახლოვეს რამოდენიმე მეტრის რადიუსში , ათეულობით მანქანა იდგა, რომლებიდანაც მრავალი ადამიანი ხედავდა ამ ყველაფერს , მაგრამ არცერთი მათგანი არ გადმოსულა დასახმარებლად. რასაც შევესწარი ,იმაზე მეტად იმ გულგრილობამ დამთრგუნა, რომელიც გარშემო სუფევდა . გამახსენდა ისტორია რომელსაც მამა მიყვებოდა ბავშობაში -თებერვლის ყინვაში -გავეშებულ, ადიდებულ მტკვარში, დოდო აბაშიძე, რომ გადაეშვა ვერის ხიდიდან ადამიანის გადასარჩენად .

მოვედი სახლში და ჩემ შვილს ვუყვები ადამიანზე, რომლის საქციელმაც მაიძულა დამეწერა ეს ყველაფერი და რომელსაც აქ მინდა- დიდი მადლობა გადავუხადო. ხიდზე , იმ მომენტში, ისე ვიყავით ყველა ემოციების ტყვეობაში ,რომ სახელიც არ გვიკითხავს თვალცრემლიანი ახალგაზრდა ქალისთვის - რომელმაც სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა დღეს- ჩვენს თვალწინ და ადამიანის სიცოცხლე იხსნა . ის გოგონაა ჩემთვის თბილისი და დოდო აბაშიძე . მისი აღზრდილი შვილები გადაარჩენენ საქართველოს !"- წერს დანელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42