"მოსამართლეთა შესარჩევმა კონკურსმა ხარვეზებით ჩაიარა" - არასამთავრობო ორგანიზაციები
პოლიტიკა - 14:08, 19 Jan, 2018     1057
„საერთაშორსო გამჭვირვალობა – საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ იუსტიციის საბჭოს მიერ ჩატარებული მოსამართლეთა კონკურსის შესახებ ანგარიშსს აქვეყნებენ.

ანგარიშში არასამთავრობოები ხარვეზებზე საუბრობენ და აქცენს აკეთებენ ნეპოტიმიზე, განსხვავბული აზრის დევნასა და გაუმჭვირვალე გასაუბრების პროცესზე.

„განსაკუთრებით პრობლემური იყო ის ფაქტი, რომ 28 კანდიდატმა გასაუბრების დახურულ ფორმატში ჩატარება მოითხოვა. მათგან 14 მოსამართლედ დაინიშნა (5 მსმენელი და 9 მოქმედი მოსამართლე). უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე, როგორც წესი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ჰქონდათ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა, რაც კონკურსის ერთადერთ ღია ეტაპს წარმოადგენდა. მოცემულ კონკურსში, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის კონკურსანტის მიერ გასაუბრების დახურულ ფორმატში წარმართვა უარყოფით ტენდენციაზე მიუთითებს, რაც მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უფრო მეტად დახურულს ხდის და მის მიმართ საზოგადოების სანდოობას კიდევ უფრო ამცირებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებისას გამოიკვეთა, რომ კანდიდატების დიდი ნაწილის კვალიფიკაციის დონე შეუსაბამო იყო მოსამართლის მაღალ თანამდებობასთან.

„გასაუბრების ეტაპზე გამოვლინდა ყოფილი და მოქმედი მოსამართლეების მიერ პრეცენდენტული სამართლის როგორც ცოდნის, ისე მისი გამოყენების პრობლემა. ასევე, უმეტეს შემთხვევაში, არადამაკმაყოფილებლად უნდა შეფასდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულების ცოდნა ამ მიმართულებით, რაც იმაზე შეიძლება მიუთითებდეს რომ სკოლაში არასათანადო ყურადღება ექცევა ადამიანის უფლებებისა და პრეცენდენტული სამართლის სწავლებას. იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილის არადამაკმაყოფილებელი კვალიფიკაციის დონე იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის აუცილებლობაზე მიუთითებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

არასამთავრობოები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებენ, საბჭომ შეცვალოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ტარდება დახურულ სხდომაზე; გასაუბრების ეტაპის ღია სხდომაზე ჩატარების წესი განისაზღვროს კანონის დონეზე.

„დროულად დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ძირეული რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც სკოლის სათანადო დამოუკიდებლობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან, ისე მაღალკვალიფიციური მოსამართლეობის კანდიდატების მომზადებას. მოსამართლედ გამწესებაზე უარის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება კანონით განისაზღვროს ყველა კანდიდატისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვინც კენჭისყრის ეტაპზე გადავა“ - აღნიშნულია ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42