რა მდგომარეობაა LGBT პირთა უფლებების მხრივ საქართველოში - Human Rights Watch-ის ანგარიში
პოლიტიკა - 12:44, 19 Jan, 2018     1205

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch საქართველოს შესახებ 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია LGBT პირთა უფლებებზე და აღნიშნულია, რომ ამ უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა შეშფოთებას იწვევდა:

„ახალი კონსტიტუციით, ქორწინება განისაზღვრა როგორც „ქალისა და მამაკაცის კავშირი“. ამ განსაზღვრებამ გაამყარა სამოქალაქო კოდექსში წლების განმავლობაში არსებული განსაზღვრება. უფლებადამცველი ორგანიზაციები შიშობდნენ, რომ კონსტიტუციის მეშვეობით ერთსა და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების ბარიერის გამყარება კიდევ უფრო გააძლიერებდა ფართოდ გავრცელებულ ჰომოფობიას. ვენეციის კომისიის განცხადებით, კონსტიტუციის ეს მუხლი „არ უნდა განიმარტოს ისე, რომ გამორიცხოს ერთსა და იმავე სქესის პირთა შორის კავშირი“. კომისიამ მოუწოდა საქართველოს, უზრუნველყოს ერთსა და იმავე სქესის პარტნიორებს შორის ურთიერთობის სამართლებრივად აღიარება.

მაისში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გეი უფლებების დამცველ აქტივისტთა და მხარდამჭერთა მცირერიცხოვანი ჯგუფი თბილისში მთავრობის მთავარი შენობის წინ შეიკრიბა გაძლიერებული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობებში. კონტრდემონსტრანტებისგან ამ ჯგუფის დასაცავად პოლიციამ ბარიერები აღმართა, აქტივისტები წინასწარ ორ ადგილას შეკრიბა და აქციაზე მათი მიყვანა და იქიდან წამოყვანა მუნიციპალური ავტობუსებით დაცვის თანხლებით უზრუნველყო.

აგვისტოში, ბათუმში, სამ ტრანსგენდერ ქალსა და ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაციის „თანასწორობის მოძრაობის“ ორ აქტივისტს დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ და აქტივისტებს ლევან ბერიანიძესა და თორნიკე კუსიანს დაზიანებები მიაყენეს. ინციდენტის დროს თავდამსხმელები ჰომოფობიურ გამონათქვამებს იყენებდნენ. იქვე მდგომმა პოლიციელებმა არაფერი გააკეთეს თავდამსხმელთა შესაჩერებლად. ამის ნაცვლად, პოლიციელებმა ბერიანიძე და კუსიანი მიწაზე დააგდეს, წიხლები დაუშინეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მათ სავარაუდოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მეორე დღეს სასამართლომ ბერიანიძე და კუსიანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააჯარიმა. უფლებადამცველთა ჯგუფებმა და სახალხო დამცველმა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და ჰომოფობიურ ნიადაგზე თავდასხმის ფაქტების გამოძიების დროულად ჩატარება მოითხოვეს. შესაბამისმა ორგანოებმა შიდა მოკვლევა დაიწყეს, რომელიც ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის ისევ მიმდინარეობდა.

ივლისში საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო გეი და ბისექსუალი მამაკაცებისთვის სისხლის დონაციის უფლების აკრძალვა,“ - აღნიშნულია ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42