„დავა „რუსთავი 2“-ის საკუთრების საკითხზე შეშფოთებას იწვევდა ხელისუფლების მედიაში ჩარევის თაობაზე“-HRW
პოლიტიკა - 12:13, 19 Jan, 2018     1202

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch საქართველოს შესახებ 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საუბარი მედიის თავისუფლების მდგომარეობაზეცაა. ძირითადად საუბარია „რუსთავი 2“-ის საქმესა და „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ განხორციელებულ რეორგანიზაციაზე:

„დავა ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის - „რუსთავი 2“-ის საკუთრების საკითხზე, რომელიც უკვე მესამე წელია მიმდინარეობს, 2017 წელსაც გაგრძელდა და შეშფოთებას იწვევდა ხელისუფლების მედიაში ჩარევის თაობაზე. მარტში უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე. ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის მფლობელი 2004-2006 წლებში იყო. მისი მტკიცებით, მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას ტელეკომპანიის საბაზროზე ნაკლებ ფასად გაყიდვა აიძულა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ ერთხმად, საქმის განხილვის დღესვე მიიღო ისე, რომ მხარეებს ზეპირი არგუმენტების წარმოდგენის შესაძლებლობა არ მისცა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებით შეჩერება მოითხოვა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, თავი შეიკავოს ტელეკომპანიის საქმიანობაში ჩარევისგან.

თებერვალში, საქართველოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალმა ხელმძღვანელობამ რამდენიმე პოლიტიკური ტოქშოუს გაუქმების შესახებ განაცხადა და მიზეზად მაუწყებლის ტექნიკური აღჭურვისა და პროგრამირების განახლების გეგმები დაასახელა. ივნისში მაუწყებელმა შეწყვიტა „რადიო თავისუფლებისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი ერთობლივი პროგრამის ტრანსლირება. რეგიონულმა აჭარის ტელევიზიამ ორივე გაუქმებული პროგრამა საკუთარ ეთერში განათავსა.“- აღნიშნულია ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42