„ვეხმარებით საქართველოს, რათა უფრო ეფექტიანად გაუმკლავდეს რუსეთის ზეწოლას“ - ბრიტანელი ლორდი
პოლიტიკა - 12:01, 19 Jan, 2018     1117
დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე მოსმენა გაიმართა​.

„მინდა, ლორდთა პალატას მოვახსენო, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა, მოსკოვში ვიზიტის დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან განიხილა საქართველოს საკითხი. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. გასულ წელს ბრიტანეთმა მხარი დაუჭირა გაეროს ორ რეზოლუციას, სადაც დაფიქსირებულია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილებია. ჩვენ ასევე გამოვიყენეთ ეუთოს განცხადებები რუსეთის ქმედებების დასაგმობად საქართველოში. გავაგზავნეთ დამკვირვებლები საქართველოში მოქმედ ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში და ნატოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით ვეხმარებით საქართველოს, რათა უფრო ეფექტიანად გაუმკლავდეს რუსეთის ზეწოლას“ - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის თანამეგობრობისა და გაეროს საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ლორდმა აჰმად უიმბლდონმა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატაში პირველად გაიმართა საქართველოს საკითხზე მოსმენა სახელწოდებით „როგორ უზრუნველვყოთ, რომ რუსეთმა პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ლორდების შეკითხვებს სახელმწიფო მინისტრი აჰმად უიმბლდონი პასუხობდა.

ლორდთა პალატის წევრის ჰარის პენტრეგართის შეკითხვაზე, თუ როგორ უყურებს სახელმწიფო მინისტრი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საჯარისო შენაერთების განთავსებას, მავთულხლართების აღმართვას და ფიქრობს თუ არა იგი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აიძულოს რუსეთის ფედერაცია პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო მინისტრი პასუხობს „სწორეთ შენიშნეთ, რომ რუსეთი აგრძელებს ინტერვენციას აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბრიტანეთის მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამის შესაჩერებლად და ამისათვის იყენებს მის მთელ საერთაშორისო გავლენას. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ბრიტანეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში გამართული სამიტის ფარგლებში“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის თანამეგობრობისა და გაეროს საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.

ლორდ კოლინა ჰიგბორის შეკითხვაზე თუ რამდენადაა ბრიტანეთის მთავრობა ჩართული საქართველოს განვითარების პროცესსა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში სახელმწიფო მინისტრი ხაზს უსვამს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრას, სადაც მისი თქმით განხილულ იქნა ბრიტანეთის დახმარების პერსპექტივები საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გატარების საქმეში - „ჩვენ გვინდა, რომ დემოკრატია მდგრადად ვითარდებოდეს საქართველოში. ამისათვის ჩვენ ვაპირებთ გამოვყოთ დამატებით 5,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი. ჩვენ ამ თემებზე ვესაუბრებით საქართველოს ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში, ვესაუბრებით რუსეთს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ევროკავშირის ჩათვლით“ - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42