Human Rights Watch - საქართველოს არ აქვს ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავთა დანაშაულების გამოსაძიებლად
პოლიტიკა - 11:08, 19 Jan, 2018     905
საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch საქართველოს შესახებ 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის ერთ-ერთ ნაწილში საუბარია პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის ნაკლებობაზე.



"საქართველოს არ გააჩნია დამოუკიდებელი, ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იწყება გამოძიება, ის მიმდინარეობს ისეთი მუხლებით, რომლებიც მსუბუქ, შეუსაბამო სანქციებს ითვალისწინებს, მაგალითად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და იშვიათად დგება გამამტყუნებელი განაჩენები. შესაბამისი ორგანოები მომჩივნებს ხშირად არ ანიჭებენ მსხვერპლის სტატუსს, რაც მათ შესაძლებლობას ართმევს, შეისწავლონ გამოძიების მასალები.

2016 წლის ნოემბრიდან ამ ანგარიშის მომზადების მომენტამდე ერთ-ერთმა წამყვანმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 25 საჩივარი მიიღო წამებისა და არასათანადო მოპყრობის თაობაზე, რომელთაგან 20 საჩივარი პოლიციის მიერ, ხოლო 5 საჩივარი ციხის პერსონალის მიერ წამებასა და არასათანადო მოპყრობას ეხებოდა.

2014 წლიდან ამ ანგარიშის მომზადების მომენტამდე პროკურატურამ, სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის 63 ფაქტზე. ამ გამოძიებებს შედეგად არცერთი სისხლისსამართლებლივი პასუხისმგებლობა არ მოჰყოლია.

მაისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და პოლიტიკური აქტივისტი აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრალური უბნიდან გაუჩინარდა. 24-საათზე ნაკლებ დროში, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიციის პატიმრობაში აღმოჩნდა საზღვრის უკანონო გადაკვეთის და სხვა შეთითხნილი ბრალდებებით. საქართველოში პოლიტიკურ დევნილობაში მცხოვრები მუხთარლის მტკიცებით, ის ქართული პოლიციის ფორმიანმა და ქართულად მოსაუბრე რამდენიმე ადამიანმა მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს გააჩერა, თავზე ტომარა ჩამოაცვა, მანქანაში ძალით ჩასვა, სცემა და წაიყვანა. შესაბამისმა უწყებებმა დროულად დაიწყეს გამოძიება და უარყოფდნენ უსაფრთხოების სამსახურის მონაწილეობას შესაძლო გატაცებაში. მოგვიანებით, მზარდი საერთაშორისო და ადგილობრივი კრიტიკის ფონზე, კონტრდაზვერვის სამსახურის და სასაზღვრო პოლიციის რამდენიმე მაღალჩინოსანს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდა" - ნათქვამია ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42