" მაგასაც დაგანახებ თუ არ ავიღებთ პრემიებს, " -დაპირისპირება დეპუტატებს შორის
პოლიტიკა - 23:35, 18 Jan, 2018     5487
ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატებს შორის, რიგგარეშე სხდომაზე დაპირისპირება მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ წარდგენილ პროექტს სახელფასო სარგოების მატებასთან დაკავშირებით მოჰყვა.

ერთმანეთს კვლავ "ნაციონალები" და "ოცნება" დაუპირიპირდნენ.

"ნაციონალებმა" ხელფასების მატება გააპროტესტეს:"მაშინ როცა პენსიები არ იზრდება რატომ იზრდება ხელფასები? თუ ლარის გაუფასურების გამო., ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა, ეს ხალხზე არ აისახება? სოციალურები გაზარდეთ, საბავშვო ბაღის პედაგოგებს გაუზარდეთ ხელფასები, პენსიებს მოუმატეთ პარალელურად, ხალხი ნაგვის ურნებში რომ ეძებს ბოთლებს და საჭმლის ნარჩენებს" მიმართა კოლეგებს ბესო ქათამაძემ, რასაც "ოცნების" წევრის, სილაურის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა კილაძის რეპლიკა მოჰყვა: "შენ წაგართვი ძმაო რამე? პრემიებს არ ვიღებთ სამაგიეროდ, თქვენს დროს რომ თველა თვეში ირიგებდით"

ქათამაძე:"პრემიების აღების საშუალება მერმა არ მოგცათ თუ არა, მაგასაც აიღებდით"

გოჩა კილაძე:"ვინ კითხავს მერს? ესეც არ გესმის შენ და მაგასაც დაგანახებ, თუ არ ავიღებ"

ქათამაძე: "კი გოჩა, შენ პრემიებს "ნაციონალების დროსაც იღებდი და ახლა რატომ იტყვი უარს"?

კილაძე: "მაიმუნი კაცი ხარ შენ"

ქათამაძე: "მაიმუნიც ხარ და უზრდელიც".

კამათში კიდევ ერთი დეპუტატი ჩაერთო, ენმ-დან ძიმითის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა თავდუმაძემ "ოცნებიდან" კოლეგებს ხელფასების მომატების გადაწყვეტილებაზე მხარდაჭერა მოუწონა:

"კი ვარ თანახმა, რომ გაიზარდოს ხელფასები. ამ წაქცეული ლარის და თავზე დაქცეული ქვეყნის პირობებში ასეც უნდა მოვქცეულიყავით. აბა, მეექვსე წელია რომ "ოცნება" ხალხზე არ ფიქრობს და მათ გასაჭირზე ეს ყველამ ვიცით".

საკრებულოს დარბაზში ხმამაღალი საუბარი და დეპუტატებს შორის კამათი რამდენიმე წუთს გაგრძელდა, საბოლოოდ დეპუტატებმა წარმოდგენილი პროექტი აბსოლუტური უმრავლესობით დაამტკიცეს.

აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მერიის თანამდებობის პირებზე სახელფასო სარგოების მატების წინააღმდეგი ოთხიდან ოთხივე "ნაციონალი" იყო, ხოლო საკრებულოს თანამდებობის პირებზე სახელფასო სარგოების მატების წინააღმდეგ, მხოლოდ ერთი მათგანი წავიდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42