დღის წესრიგით განსაზღვრულ ორ საკითხზე, მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრასა და საშტატო ნუსხის დამტკიცებაზე მსჯელობდნენ. ოპოზიციისა და სახელისუფლებო პარტიის დეპუტატები ერთმანეთს სწორედ გაზრდილი ხელფასების თემას მოჰყვა.
ოპოზიცია კოლეგებს ხელფასების მატების პარალელურად ხალხზე ზრუნვის კუთხით მეტ აქტიურობას სთხოვდა.
"იზრუნეთ სოციალური შემწეობის და პენსიების მატებაზეც. მარტო თანამდებობის პირთა ხელფასების მატება არ კმარა"-აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა.
აღნიშნულ განცხადებას გაღიზიანება მოჰყვა "ოცნების" დეპუტატების მხრიდან და რეპლიკები, როგორც ყოველთვის, წინა ხელისუფლების დროს დაშვებულ შეცდომებს ეხებოდა.
გოჩა კილაძე, "ოცნების" დეპუტატი სოფელ სილაურიდან: "ხალხზე რომ გეზრუნათ თქვენ, "ოცნება" კი არ იქნებოდა ახლა ხელისუფლებაში".
გელა აროშიძე, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე: "თქვენს დროს რა ხდებოდა იმაზე ილაპარაკეთ. ნუ პოპულისტობთ ახლა, დამთავრდა არჩევნები და არჩეული ხართ უკვე. როგორი იყო თქვენი რეიტინგი და ხალხის ნდობა თქვენს მიმართ, ეს კიდე ცალკე საუბრის თემაა".
შალვა თავდიშვილი, "ნაციონალური მოძრაობა"-"ნუ მალაპარაკებთ ახლა იმაზე, თქვენ როგორ ჩაატარეთ არჩევნები, ზოგი საპირფარეშოში აგდებდა ბეჭედს და ზოგი უბეში დამალული ბიულეტენებით დარბოდა. არ იცით, რა ხდებოდა და როგორ ძალადობდით ამომრჩეველზე"?
დავით მჟავანაძე, ენმ-ი: "საერთოდ ხმას როგორ იღებთ არჩევნების თემაზე? ასეთი არჩევნები მართლა არ ახსოვს ისტორიას, კრიმინალი, ყაჩაღი და პოლიციელი ერთად რომ იბრძოდა, "ოცნების" გამარჯვებისთვის და შეთანხმებულად, რომ ატერორებდნენ ხალხს. შეეშვით ამ თემაზე საუბარს".
რამ,დენიმე წუთიანი სიტყვიერი დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების შემდეგ დეპუტატებმა ორივე პროექტი აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით დაამტკიცეს.
მერიის ტანამდებობის პირთა სახელფასო სარგოების ოდენობის განსაზღვრის პროექტს მხარი 34 დეპუტატიდან 4-მა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა არ დაუჭირა.
საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და სახელფასო სარგოების მატების პროექტს კი, მხოლოდ ერთმა "დეპუტატმა ენმ-ის პარტიიდან.
მასალის გამოყენების პირობები






