"საზოგადოებას მოვუწოდებ ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე,საქართველოში ვაქცინები მაღალი ხარისხისაა"- სერგეენკო (ვიდეო)
პოლიტიკა - 18:35, 18 Jan, 2018     1159

ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა:

„გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგებოდა არ შეესაბამება სიმართლეს, მისი არცერთი პუნქტი.“- განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით გავრცელებულ ინფორმაციაში არ იყო დაკონკრეტებული რომ ეს შეეხებოდა მხოლოდ ცოფის ვაქცინას.

„ასევე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამ ვაქცინას არ ქონდა ბაზარზე დაშვების უფლება, არ იყო რეგისტრირებული, საერთოდ არალეგალური იყო და მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილებით მოხდა შემოტანა, ესეც არ შეესაბამება სიმართლეს. ეს იყო ჩვეულებრივად რეგისტრირებული 2015 წელს და არა მარტო რეგისტრირებული, არამედ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული პრეპარატი. ასევე არ შეესაბამება სიმართლეს, რომ ეს ვაქცინა პოტენციურად საფრთხეს უქმნიდა ჯანმრთელობას, განვმარტავ, რომ ვაქცინის და საერთოდ მედიკამეტის რეგისტრაციაში არის რამდენიმე დონე, პირველი ეს არის საკუთრივ რეგისტრაცია და მეორე უფრო მაღალი დონე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული პრეკვალიფიკაცია, რომელიც არის ხარისხის უფრო მაღალი თამასა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა ვაქცინა იყოს პრეკვალიფიცირებული, თუმცა ყოველთვის ეს არ ხერხდება. როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხსნის პრეკვალიფიკაციას ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა საფრთხის შემცველია. თუმცა შარშან 11 თებერვალს, როგორც კი მოგვივიდა ეს შეტყობინება, ჩვენი მოქმედების ალგორითმი იყო ასეთი, ან საერთოდ უნდა შეგვეწყვიტა ცოფის ვაქცინაცია თვენახევრის განმავლობაში და ამ პერიოდში შესაძლოა ადამიანები ცოფით მომკვდარიყვნენ, ან გაგვეგრძელებინა ჩანაცვლებამდე. ჩვენ ვიზრუნეთ ჩანაცვლებაზე, რასაც დაჭირდა 5 კვირა და 20 მარტიდან უკვე ახალი ვაქცინით ვაგრძელებთ, თუმცა იმ პერიოდში და მანამდეც არცერთი გართულება ამ ვაქცინას არ ქონია. უფრო მეტიც, მინდა ყურადღებით მოისმინოთ რასაც ვამბობ, ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად მოხდა ჩვენს ქვეყანაში, რომ ბოლო სამი წელი არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა ცოფით. სწორედ ამ ვაქცინაციის და იმუნიზაციის პროგრამის დამსახურებით, ადრე იყო შემთხვევები რომ წელწადში 5-6 იღუპებოდა.“- განაცხადა სერგეენკომ.

მისი თქმით მას ქონდა კომუნიკაცია აუდიტის სამსახურთან და ამ უწყებამ დაუდასტურა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა კითხვა მოხსნილია:

„მე მქონდა მთელი ამ დროის განმავლობაში კომუნიკაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, დღესაც მქონდა შეხვედრა მათ ხელმძღვანელობასთან და მათ დამიდასტურეს, რომ ყველა კითხვა, რომელიც კი შეეხებოდა ამ საკითხს მოხსნილია დღის წესრიგიდან. ჩვენ მათ ძალიან მკაფიო განმარტებები მივეცით. თუმცა ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამას სწავლობენ, ბევრი სხვა, მათ შორის ფინანსური პარამეტრებითაც“- აღნიშნა მინისტრმა.

დავით სერგეენკომ მედიას მოუწოდა, რომ მსგავს თემებზე საუბრისას გზავნილები უფრო მოზომილი იყოს:

„მე არ ვაპირებ მენტორულად აგიხსნათ, მაგრამ ერთ მაგალითს გეტყვით, როდესაც 2004-2005 წლებში საქართველოში იყო წითელას აფეთქება და ეს უკავშირდებოდა არაიმუნიზირებულ ფენას, რომელსაც 90-იან წლებში უნდა გაეკეთებინათ ვაქცინცია, სახელმწიფომ გადაწყვიტა მასიური ვაქცინაცია და მხოლოდ ერთმა სიუჟეტმა, რომელიც ემსაურებოდა იმუნიზაციის დიკრედიტაციას , საერთოდ მოშალა ეს ყველაფერი, შედეგად მივიღეთ 2013-2014 წლებში წითელას აფეთქება, როდესაც 15 ათასი ადამიანი დასნებოვდა და მათგან 4 გარდაიცვალა. იმუნიზაცია-ვაქცინაცია არის ტექნოლოგია, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში დაადასტურა, რომ ეს არის ერთადერთი ქმედითი საშუალება გადამდები დაავადებისგან გადასარჩენად და ყველას ვთხოვ, საზოგადოებას მოვუწოდებ ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე, ის ვაქცინები, რომელიც საქართველოშია არის მაღალი ხარისხის.“- განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, აუდიტოს სამსახურზე დაყრდნობით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში შემოიტანეს ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოეღოთ, თუმცა საქართველოში ამ ვაქცინით 29 222 ადამიანი აიცრა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42