მიხეილ ჯანელიძეს არასამთავრობოებმა თანამშრომლობის თხოვნით მიმართეს
პოლიტიკა - 15:39, 18 Jan, 2018     962

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის შესახებ წერილობით მიმართა.

როგორც წერილშია აღნიშნული, 2017 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკანონდებლო ცვლილებათა პაკეტი მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ. ცვლილებების შედეგად ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდა.

“გვსურს, ხაზი გავუსვათ იმ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც ჩამოყალიბდა ერთი მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებას და მეორე მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება მოგვეცა ჩავრთულიყავით ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების სამოქმედო გეგმებისა და საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის შემუშავების პროცესში.

იმედს გამოვთქვამთ, რომ მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდეგ, აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება, დაეფუძნება რა უკვე არსებულ გამოცდილებას.

გვსურს მოგმართოთ თხოვნით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მოგვცეთ საშუალება ჩავერთოთ 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში შემდეგი მიმართულებებით: მართლმსაჯულება, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და საჯარო სამსახურის რეფორმა, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, წამება და არასათანადო მოპყრობა, თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, პროფესიულ გაერთიანებათა უფლებები და შრომის ძირითადი სტანდარტები და გარემოს დაცვა.

ხელმომწერი ორგანიზაციები ღია ვართ თანამშრომლობისათვის და დაველოდებით სამუშაო ფორმატისა და თქვენი უწყებიდან შესაბამისი საკონტაქტო პირის განსაზღვრას" - ნათქვამია მიმართვაში.

ხელს აწერს: ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”, კავშირი “საფარი”, “მწვანე ალტერნატივა”.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42