თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური კომისიის მიერ ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას პოლიტიკურ ნებას უკავშირებს.
„ეს იყო პოლიტიკური ნება არა ადგილობრივი წარმომადგენლობის, არამედ პარტიული ხელმძღვანელობის, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ მათ იმიჯს აზიანებდა. ზაქარია ქუცნაშვილს მიაჩნია, რომ რაც უფრო ცუდადაა საქმე, მისთვის კარგია, რომ აქეთ ჩვენ დაგვწამოს არაკომპეტენტურობა, თავის მიერ გაფუჭებული საქმე ჩვენ გადმოგვაბრალოს. თუმცა ახლა ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ბავშვმაც კი იცის, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ზაქარია და ყველა პრობლემა რომელიც დაგროვდა, ისე გაშუქდა, როგორც სინამდვილეში.
გუშინ მქონდა აქტიური კომუნიკაცია გუბერნატორთან და ნამდვილად იყო დაინტერესებული, რომ ეს საკითხი დროულად გადაწყვეტილიყო, მაგრამ მან მხოლოდ ის მოახერხა, რომ ეს საკითხი კომისიაზე განხილულიყო და გადაიტანეს ორშაბათისთვის”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის ბიუჯეტი საკრებულოს უმრავლესობამ ორჯერ ისე დაიწუნა, რომ დოკუმენტზე არც უმსჯელია. მეჭიაური მიმდინარე პროცესებს ხელოვნურად მართულს უწოდებდა და ამაში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, ზაქარია ქუცნაშვილს ადანაშაულებდა.
მასალის გამოყენების პირობები






