„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სახალხო დამცველს ხვდებიან. როგორც პარტიის წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილის გარდა, განხილული იქნება გოგა ონიანის, ვანო მერაბიშვილის, ირაკლი ჩხვირკიასა და სხვა საქმეებიც.
”ჩვენ ვხვდებით სახალხო დამცველს, რათა კიდევ ერთხელ ვისაუბროთ იმ სრულმასშტაბიან პოლიტიკურ დევნაზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს ოპოზიციის წინააღმდეგ. პირველ რიგში საუბარია სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე აბსურდულ საქმეეზე, მაგრამ საუბარი იქნება ასევე სტრასბურგის სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაზე, რომელიც ვანო მერაბიშვილის საქმეზე იქნა გამოტანილი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება არად დაგიდევთ. საუბარი ასევე იქნება გოგა ონიანის პატიმრობაზე, რომელიც ასევე უკანონოა და რომელზეც წინა სახალხო დამცველმა ვრცლად ისაუბრა. საუბარი ასევე იქნება ირაკლი ჩხვირკიაზე, რომელიც ციხეში მხოლოდ ერთი ინტერვიუს გამოა და სხვა პოლიტპატიმრებზეც. დღეს სიჩუმე დანაშაულში მონაწილეობის ტოლფასია და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ნინო ლომჯარია ამ მხრივ ძალიან აქტიური იქნება”, - განაცხადა ბიბილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






