NDI-მ დღეს საზოგადოებრივი კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე, თუ რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, რესპონდენტთა 27% პასუხობს, რომ „ქართული ოცნება“, 10% - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
შედეგებს ეხმაურებიან „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში. თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში მთავარი ოპოზიციური ძალაა:
„NDI-ს დღევანდელი კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩვენს ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალა, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი ხმალამოღებული ებრძვის ჩვენს პარტიას უკვე ხუთი წელია. ეს კვლევა ასევე აჩვენებს და ადასტურებს იმას, რომ დღითიდღე მცირდება მოსახლეობის ნდობა „ქართული ოცნების“ მიმართ, იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური ძალა ვერ და არ ზრუნავს ხალხის პრობლემებზე, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ვიყოთ ახლოს ხალხთან და მათ პრობლემებთან და მოვიდეთ ხელისუფლებაში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წავიყვანოთ წინ“, - აღნიშნავს თინათინ ბოკუჩავა.
მასალის გამოყენების პირობები






