იმ პირებიდან, ვისაც ამ მოვლენის შესახებ სმენია, „ვიტესის“ კაპიტნის ქმედება მიუღებელი 47%-სთვისაა, კაშიას ქმედებას მხარს უჭერს 31%, 76%-ს არ მოეწონა, მაგრამ თვლის, რომ კაშას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება.
ინფორმაცია კაშიას ქმედების შესახებ ყველაზე მეტად თბილისში ჰქონდათ 72%-ს , ყველაზე ნაკლებად კი უმცირესობათა დასახლებებში 6%-ს.
ასაკის მიხედვით კაშიას ქმედება ყველაზე მეტად მიღებელი აღმოჩნდა 56 წელს ზემოთ მყოფი ადამიანებისთვის. კაშიას ყველაზე მეტად მხარს უჭერენ 18-35 ასაკობრივ ჯგუფში მყოფი გამოკითხული პირები.
აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
მასალის გამოყენების პირობები






