აღნიშნული კანონის მიღებას მხარს დაუჭერდა გამოკითხულ მამაკაცთა 71% და გამოკითხულ ქალთა 83%.
ასაკობრივად ყველზე მეტი მხარდამჭერი ამ კანონს 18-35 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ჰყავს. კანონს 18-35 წლამდე მოქალაქეების 81% უჭერს.
სექსუალური შევიწროება არის რაიმე ფორმის არასასურველი სიტყვიერი, არა სიტყვიერი ან ფიზიკურ ქცევა, რომელსაც აქვს სექსუალური შინაარსი და მიზნად ისახავს ადამიანის ღირსების შელახვას, კერძოდ, დამამცირებელი, მტრული და ძალადობრივი გარემოს შექმნას.
აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
მასალის გამოყენების პირობები






