მედიაორგანიზაციები პარლამენტს „მაუწყებლის შესახებ კანონზე“ ფართო მსჯელობისკენ მოუწოდებენ
პოლიტიკა - 11:50, 18 Jan, 2018     1214

„მაუწყებლის შესახებ კანონი“ - მედია ორგანიზაციები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე აღნიშნული საკითხის შესახებ ფართო მსჯელობისკენ მოუწოდებენ.

მედია ორგანიზაციებმა ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის შენიშვნები კანონთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია და მისი გათვალისწინება აუცილებლად უნდა მოხდეს:

„ეს კანონპროექტი შეიცავს ძალიან დიდ საფრთხეებს. შესაბამისად, ეს ვეტო შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც შანსი, რომ დაბრუნდეს ეს საკითხი პარლამენტში, განიხილონ და არ იქნას გამოყენებული ძალისხმევა, რომ დაძლიონ ეს ვეტო,“ - განაცხადა „რუსთავი2“-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.

კერძო მაუწყებლების წარმომადგენლები მაუწყებლის შესახებ კანონის ამოქმედების შემთხვევაში,მოსალოდნელ საფრთხეებზე ამახვილებენ ყურადღებას:

„შენიშვნები გვაქვს ყველა მხარეს და იმედი გვაქვს, რომ ეს მიმართვა, პარლამენტის მიერ არ იქნება უგულებელყოფილი და ისინი აუცილებლად გაითვალისწინებენ, მათ შორის პრეზიდენტის შენიშვნებს. იმიტომ, რომ რეალურად ეს საკანონმდებლო ცვლილება არაფერს კარგს არ მოუტანს არც სარეკლამო ბაზარს, არც კომერციულ ტელევიზიებს და არც საზოგადოებრივ მაუწყებელს,“ - აცხადებს "TV პირველის“ კომერციული დირექტორი ნანა აბურჯანიძე.

“მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც ვეტო დაადო “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს. მოგიწოდებთ, პრეზიდენტის ვეტო გამოიყენოთ, როგორც შანსი, კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ ამ საკითხს და უფრო გულდასმით შეისწავლოთ ის საფრთხეები, რასაც მედიაგარემოს “მაუწყებლობის შესახებ“ კანონის სადავო რედაქცია უქმნის. გთხოვთ, გაიზაიროთ პრეზიდენტის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის, სამოქალაქო სექტორის, მედიაორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობის შენიშვნები და არ დაძლიოთ ვეტო. ქვეყანაში, სადაც კომერციული რეკლამის ბაზარი ყოველწლიურად იკლებს, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო გარანტირებული დაფინანსება ყოველწლიურად არაერთი მილიონით იმატებს, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გარანტირებული შემოსავალი მუდმივად აჭარბებს სარეკლამო ბაზრის ნახევარს, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სარეკლამო და სასპონსორო შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაზრდა საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიის ფინანსურ მდგრადობას. მეორეს მხრივ კი, ეჭვქვეშ აყენებს თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, რაც სხვა კომპონენტებთან ერთად კომერციული გავლენისგან თავისუფლებას გულისხმობს. ჩვენი საზოგადოება იმსახურებს ძლიერ, გავლენებისგან თავისუფალ საზოგადოებრივ მაუწყებელს. ამავე დროს იმსახურებს ძლიერ, დამოუკიდებელ კერძო მედიას, რაც ფინანსური მდგრადობის გარეშე გამორიცხულია. ვფიქრობთ კანონმდებლებმა უნდა უზრუნველყონ ორივე სიკეთის დაცვა. მოგიწოდებთ, გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის ფართო შემადგენლობამ, გამართოთ შეხვედრა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებთან და მოისმინოთ ჩვენი არგუმენტები“, - ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვა ღიაა ხელმოწერის მსურველი მედიაორგანიზაციებისთვის.

მას ხელს აწერენ:

1. ტელეკომპანია იმედი

2. ტელეკომპანია რუსთავი 2

3. ტვ პალიტრანიუსი

4. რადიო პალიტრა

5. ტვ პირველი

6. BMG ბიზნესმედია ჯორჯია

7. ტელეკომპანია კავკასია

8. ტელეკომპანია იბერია

9. ტელეკომპანია ობიექტივი

10. ტელეკომპანია სტარვიზია

11. რადიო თბილისი

12. რადიო ჰერეთი

13. რადიო კომერსანტი

14. რადიო მაესტრო

15. რადიო ვინილი

16. რადიო ქართული ვინილი

17. ტვ ვინილი

18. რადიო NRJ

19. მედიაჰოლდინგი აფხაზეთის ხმა

20. რადიო მწვანე ტალღა

21. რადიო დარდიმანდი

22. ტვ 25

23. TV ოდიში

24. გურია TV

25. მეცხრე ტალღა

26. TV რიონი

27. რადიო რიონი

28. ტელეკომპანია თრიალეთი

29. ტელეკომპანია გურჯაანი

30. TOK TV

31. რადიო ჰარმონია

32. რადიო ათინათი

33. რადიო ოდიში

34. AB -მაუწყებელთა ალიანსი

35. გაზეთი რეზონანსი

36. ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი

37. საინფორმაციო პორტალი პირველი ნიუსი–საქართველო

38. ინტერნეტ გაზეთი “მეტრონომი“

39. საინფორმაციო სააგენტო allmedia.ge

40. ახალი გაზეთი

41. სამხრეთის კარიბჭე

42. ,,ჩემი იმერეთი”

43. მთავარი სამეგრელო

44. ოკრიბანიუსი

45. გურიანიუსი

46. კახეთის ხმა

47. ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი

48. svanetiinfo.ge

49. გაზეთი პოსტსკრიპტუმი

50. თრიალეთის ექსპრესი

51. კახეთის ინტერნეტ-გამოცემა სპექტრი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42