„ნიუპოსტთან“ საუბრისას მეჭიაური აცხადებს, რომ უმრავლესობის დეპუტატს „ქართულ ოცნებაშ“ კონკრეტული ადამიანები მფარველობენ, თუმცა მათ ვინაობას მეჭიაური ამ ეტაპზე არ ასახელებს.
„მოსახლეობაც აღშფოთებულია. ბიუჯეტის არდამტკიცების გამო ძალიან ბევრი პრობლემა შეიქმნება. ხელოვნურად ხდება პარალიზება, რათა ხელი შეგვიშალონ საქმიანობაში. ეს არის ქუცნაშვილის დირექტივები,“ - ამბობს მეჭიაური.
ისიც ხაზგასასმელია, რომ თიანეთის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მარტის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თიანეთში შესაძლოა, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს.
„უმჯობესია, თიანეთში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს და სამუდამოდ გაირკვეს, ვინ სჭირდება ხალხს“- თქვა მეჭიაურმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ და იქვე დასძინა, რომ „ქუცნაშვილი თუ ტანკებს არ შემოიყვანს, მას გამარჯვება გარანტირებული აქვს“.
„ქუცნაშვილი ყველა მიმართულებით გაკოტრებულია, ერთადერთი, აკონტროლებს საკრებულოს უმრავლესობაში შემავალ რამდენიმე ადამიანს, რასაც ხელს შეიძლება, ცენტრალური ხელისუფლებიდანაც უწყობდეს რამდენიმე ადამიანი . ამ ეტაპზე მათ ვინაობას არ დავასახელებ. ვიმედოვნებ, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას ეყოფა გონიერება და თვითონვე განიწმინდებიან ასეთი თაღლითებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკონკრეტება მომიწევს, თუ რა ჯგუფი დგას ამ ავანტიურის უკან“- უთხრა „ნიუპოსტს“ თიანეთის მერმა.
კითხვაზე, ესაუბრა თუ არა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ამ საკითხებზე, მერი აღნიშნავს, რომ „ეს საკითხი შედარებით წვრილმანია“.
„ეს ხელოვნურად გამოწვეული პრობლემები ჩვენი რაიონისა დას მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მგონია, რომ ამ საკითხით „ქართული ოცნების“ გენერალიტეტი უნდა დაინტერესდეს იმ ვითარებით, რაც ჩირქს სცხებს მათ რეპუტაციას, რომელიც უკვე ისედაც დაზიანდა ქუცნაშვილის ქმედებებიდან გამომდინარე. ამ რაიონში მე ვიყავი „ქართული ოცნების“ დამფუძვნებელი და ძალიან მიკვარს, როგორ გახდა ქუცნაშვილი ამ პარტიის სახე, რომლებიც საეჭვო წარსულით არიან დამძიმებულნი. მე კი მთავარ ოპონენტად გამოვყავართ. თუ ბიუჯეტის პროექტს მარტის ბოლომდე მხარს არ დაუჭერენ, ასეთ დროს, შესაძლოა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები და ძალიან კარგი იქნება, თუ დაინიშნება - ამას მოვითხოვ, ამას ლოზუნგის სახით არ ვამბობ, ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ უნდა - მე და ჩემი გუნდი თუ ქუცნაშვილი თავისი გუნდით, ნებისმიერ შედეგზე ხმას არ ამოვიღებ, მთავარია, ტანკები არ შემოიყვანონ “- განმარტა თიანეთიე მერმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე რეალობა შეცვლილია და თუ ადგილობრივი არჩევნების დროს „ყველაფერს ქუცნაშვილი აკონტროლებდა“, დღეს ასე არ არის.
„არჩევნებზე, ქუცნაშვილი სახელისუფლებო რესურს აქტიურად იყენებდა, არჩევნების დღეს სპეცდანიშნულების რაზმიც კი შემოიყვანა, თუმცა დღეს კონტროლის დიდი ნაწილი დაკარგეა მოსხლეობამ დაიჯერა, რომ ქუცნაშვილი და მისი დაჯგუფება უძლეველი არ არის. ვიღაცა მფარველობს - არ გამოვრიცხავ, რომ იმ ვიღაცას აშატნაჟებს საერთო ბიზნესინტერესით, ან სხვა რამით"- დასძინა მეჭიაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






