გამოკითხულთა 39 პროცენტმა საკრებულოს გადაწყვეტილების შესახებ არ იცოდა. კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა 2%-ს.
აღნიშნულის შესახებ 58%-დან, ვისაც სმენია გადაწყვეტილების შესახებ მისაღებია თუ მიუღებელია საკრებულოს ეს გადაწყვეტილება, გამოკითხულთა 19% აცხადებს, რომ მისაღებია, 79%-ისთვის კი მიუღებელია, კითხვაზე პასუხი არ აქვს 6%-ს.
NDI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე ცვლილებები კონსტიტუციაში სრულად ასახავს, ნაწილობრივ თჺ საერთოდ არ ასახავს მოქალაქეების შეხედულებებს, დეკემბერში გამოკითხულთა 6%-მა აღნიშნა, რომ სრულად ასახავს, 47%-ის აზრით – ნაწილობრივ ასახავს, 32% მიიჩნევს, რომ საერთოდ არ ასახავს, 15%-მა არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
მასალის გამოყენების პირობები






