"უკრაინის ხელისუფლება აჩქარებს სასამართლო პროცესებს, რომ უკრაინაში ყოფნის კანონიერი უფლება ჩამომართვან"- მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა - 09:03, 18 Jan, 2018     1263
სააქართველოს მესამეპრეზიდენტი ეჭვობს, რომ მას კიევის სააპელაციო სასამართლო უკრაინაში ყოფნის კანონიერ უფლებას ჩამოართმევს.

ტელეკომპანია NewsOne-ის ეთერში ყოფნისას "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერმა აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესები მითვის განსაკუთრებული დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დაჩქარებული წესით ტარდება.

პროცესების ხელოვნური ფორსირების მიზანი კი ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილს უახლოეს დღეებში უკრაინაში კანონიერად ყოფნისთვის საჭირო არც ერთი დოკუმენტი აღარ ჰქონდეს.

"უკრაინის ხელისუფლება აჩქარებს სასამართლო პროცესებს ჩემი დეპორტაციის მიზნით. მე მქონდა 30 დღე იმისთვის, რომ სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება გამესაჩივრებინა. თუმცა, სასამართლოს თავად საემიგრაციო სამსახურმა მიმართა და მის მიერ მოგებული საქმე თავად გაასაჩივრა. ეს მხოლოდ იმისთვის ხდება, რომ სასამართლო პროცესი ორშაბათს ჩატარდეს, უკვე სამშაბათს კი, მე აღარ მქონდეს არცერთი დოკუმენტი იმისთვის, რომ უკრანაში კანონიერად ვომყოფებოდე," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

"ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ პეტრო პოროშენკოს შესახებ მასალის გამოქვეყნებაზეც ისაუბრა.

"ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ ექცეოდნენ უკრაინაში საქართველოს მოქალაქეებს. პეტრო პოროშენკო თურმე ნაწყენია "რუსთავი 2"-ზე იმის გამო, რომ ტელეკომპანიამ მის შესახებ მასალა გამოაქვეყნა. მაგრამ, როგორ მოექცნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტებს უკრაინაში? ერთ-ერთი მათგანი სასტიკად სცემეს და დეპორტაცია გაუკეთეს. ქვეყნის ტერიტორიაზე არ უშვებდნენ არცერთ გადამღებ ჯგუფს," - განაცხადა სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42