დავით ჭიჭინაძე, რომელიც თვლის რომ ადამიანს, რომ განათლება ქონდეს გლეხი არ იქნებოდა, უკვე ორგზის პარლამენტარია, რაც ყველაზე ყურადსაღებია, ის პირველად პარლამენტარი ისე გახდა, რომ უმაღლესი განათლების დიპლომიც კი არ ქონდა. ამას პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ადასტურებს.
მაშინ როდესაც დავით ჭიჭინაძე მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო მისი განათლების შესახებ გრაფაში მითითებული იყო, რომ ის განათლებას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში იღებდა თუმცა ბოლომდე არ დაუმთავრებია. მე-5 მოწვევის პარლამენტი 1999-2004 წელს მუშაობდა. იმ დროისთვის კი ჭიჭინაძე 35 წლის იყო.

რადიკალურად განსხვავებული ინფორმაციაა დავით ჭიჭინაძის, როგორც მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრის ბიოგრაფიაში. ამჟამად განათლების გრაფაში მითითებულია რომ მან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა, სპეცილობით - სამდინარო ნაგებობების ჰიდროტექნიკური მშენებლობა.

გამოდის რომ უმაღლესი განათლების დიპლომი გლეხების განათლების დამწუნებელმა ორგზის კანონმდებელმა სწორედ პარლამენტარობისგან თავისუფალ დროს 2004-დან 2016 წლამდე მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






