დაავადებათა კონტროლის ცენტრი სახიფათო ვაქცინის გამოყენებას კატეგორიულად უარყოფს (ვიდეო)
პოლიტიკა - 17:51, 17 Jan, 2018     1582

ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში საფრთხის შემცველი ვაქცინაა შემოტანილი. ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

„პუბლიკაციაში გამოქვეყნებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება და ამაზე პასუხი რამდენჯერმე აქვს გაცემული დაავადებათა ეროვნულ ცენტრს. მე არ მინდა ვიფიქრო, რომ გამიზნულად ხდება ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი საზოგადეოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციის დისკრედიტაცია, რაც დაკავშირებულია იმუნიზაციასა და ვაქცინაციასთან. არ არის ნახსენები რომ ეს არის ცოფის ვაქცინა და არა ის გეგმიური ვაქცინაცია, რომელიც ბავშვებს უტარდება. 2015 წლიდან ქვეყანაში ცოფის არცერთი შემთხვევა არ არის და სწორედ ეს გახლავთდამსახურება იმუნიზაციის პროცესის გამართვისა.“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მან აუდიტის სამსახურს მოუწოდა, რომ კიდევ ერთხელ გაიმართოს ჯანდაცვის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

შეგახსენებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული აუდიტით გამოვლინდა, რომ შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა.

„მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს”, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის 2018 წლის გეგმაში.

დოკუმენტის თანახმად, აუდიტის ჩატარების პერიოდია 2016-2017 წლები.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42