დეპუტატი აღნიშნავს, რომ ბრალდებულს და მის ოჯახს არ იცნობს, რაც შეეხება თამაზ ქვლივიძის ადვოკატს, ზაზა მესხს, მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მასთან ნაცნობობას და წარსულში თანამშრომლობას ადასტურებს.
"არ შეიძლება ასეთ ამბებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება, ეს არის აბსურდი და ამაზე ჩემი მხრიდან განმარტებების გაკეთება საკუთარი თავის და მათ შორის ჟურნალისტის შეურაცხყოფაა, რომ დავდგე და სერიოზული კომენტარები ვაკეთო - უიმე, მე არ გამიშვიათქო თუ რა უნდა გითხრათ?! რაც შეეხება ზაზა მესხს, ის წლების წინ ვაკე-საბურთალოს საგამოძიებოს უფროსი იყო, მე კი გამომძიებელი"- განუცხადა "ნიუპოსტს" მამუკა მდინარაძემ.
დეპუტატი ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ ზაზა მესხი მის ყოფილ საადვოკატო ფირმაში მუშაობს.
"დავიწყოთ იქიდან, რომ მე საადვოკატო ფირმა არ მაქვს, წილები გავყიდე, თუმცა რომც მქონდეს, ჩემს ფირმაში ბატონი ზაზა არ მუშაობს"- დასძინა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ კლუბ "ბასიანთან" დაცვის ორი წევრისა და ერთი პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
15 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა, რასაც საზოგადოების, პოლიტიკოსებისა და არასამთავრობოების პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.
მასალის გამოყენების პირობები






