საქართველოს შინაგანს აქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, შეწყალების უფლება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არავინ აყენებს ეჭვქვეშ, თუმცა მისივე თქმით, არსებობს მორალური მხარე, საზოგადოების მოლოდინი და აქტუალური კონტექსტი, რომელშიც საზოგადოება ცხოვრობს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა პრეზიდენტის შეწყალების უფლებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა:
„რა თქმა უნდა, შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია და ეს საკითხი არავის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია, თუმცა მაგალითისთვის მოვიყვან, როდესაც ჩვენ დღევანდელ სიტუაციაში ვსაუბრობთ მძიმე ნარკოტიკებზე, ან მძიმე ნარკოტიკების რეალიზატორებზე, ან ნარკოტიკების გავრცელებაზე და ვამბობთ, რომ ეს ის მიმართულებებია, რომლებიც აუცილებლად უნდა გამკაცრდეს ეფექტური ნარკოპოლიტიკის ჭრილში და ამავე დროს, როგორც მაგალითი, შეიძლება მოხდეს მსგავს დანაშაულში ბრალდებული ადამიანის შეწყალება, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს, მათ შორის, პრეზიდენტსაც აქვს ვალდებულება, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები უფრო ახსნილი იყოს საზოგადოებისთვის, რომ გარკვეულ ლოგიკურ წინააღმდეგობაში არ აღმოვჩნდეთ. როდესაც ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ მაგალითად, საკმაოდ აქტიურად გვიწევს კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლა და იმ შემთხვევაში, თუ ხდება კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელი, ამ მსგავს დამნაშაულში ბრალდებული ადამიანის შეწყალება, ვფიქრობ, რომ აქ აუცილებელია, საზოგადოებისთვის იყოს უფრო დეტალურად ახსნილი, თუ რა მოტივებით ხდება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ეს არის პრეზიდენტის დისკრეცია და არავინ ეჭვქვეშ არ აყენებს, თუმცა არსებობს მორალური მხარე, არსებობს საზოგადოების მოლოდინი და ის აქტუალური კონტექსტი, რომელშიც დღეს საზოგადოება ცხოვრობს“, - განაცხადა გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






