ჩვენი მიზანია, რომ საქართველო-თურქეთს შორის არსებული ის უვიზო რეჟიმი, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, მაქსიმალურად მოემსახუროს ხალხთა შორის კონტაქტების და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გარღმავებას. ამიტომ, ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა თურქულ მხარესთან.
როგორც გუშინ, შს მინისტრებს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ იქნა გაცხადებული, თურქულმა მხარემ გამოთქვა მზაობა, რომ აღნიშნულმა რეგულაციამ საქართველოს მოქალაქეებზე არ იმოქმედოს კონსულტაციების დასრულებამდე, ამიტომ დანარჩენი დეტალები კონსულტაციების შემდეგ იქნება ცნობილი.“- განაცხადა ჯანელიძემ.
რეგულაციების თანახმად, 2018 წლის პირველი იანვრიდან თურქეთის საზღვრის გადაკვეთა და ტერიტორიაზე, მცირე დროით დარჩენაც კი, ერთ კალენდარულ დღედ ჩაითვლება.
საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში თურქეთში 90 დღით დარჩენის უფლება აქვთ. 90 დღის გასვლის შემდეგ კი, მათ ბინადრობის უფლების მიღება მოუწევთ.
მასალის გამოყენების პირობები






