საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. მინისტრის თქმით, იმ საზოგადოების უსაფრთხოების გარანტაის ვერავინ დადებს, სადაც პოლიციელი არ და ვერ არის დაცული:
„მე არ შევაფასებდი სასამართლოს გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ინსტიტუტები მუშაობენ და ყველა ინსტიტუტი ასრულებს თავის ფუნქციას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავდი, რომ იქ, სადაც საქმე ეხება პოლიციელის უსაფრთხოებას და მის ღირსებას, ერთმნიშვნელოვნად ჩვენ ყველა - შს სამინისტროს თანამშრომლები, ხელმძღვანელობა და ასევე თითოეული ჩვენი მოქალაქე უნდა იყოს უკომპრომისო. ასე რომ, იმ საზოგადოებაში, სადაც პოლციელი არ და ვერ არის დაცული, უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ მოგცემთ“, - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ „ბასიანის“ დაცვის თანამშრომლებისა და სამართალდამცავის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მასალის გამოყენების პირობები






