„სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ჯერჯერობით არ გვყავს“ - გიორგი გახარია
პოლიტიკა - 14:01, 17 Jan, 2018     1326

ე.წ. სტამბოლის ბაზრის დირექტორის, ყოფილი პარლამენტარისა და გენერლის სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კომენტარი გააკეთა. გახარიას განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცავებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მკვლელობასთან დაკავშირებით გუშინ სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა:

„ეს გახლავთ მაღალი პროფესიული დონის რამდენიმე სპეციალისტი, საკმაოდ დიდი ჯუფია, რომლებიც უკვე გუშინ ჩაერთნენ გამოძიების პროცესში. საქმეზე გვაქვს საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინები. დღეის მდგომარეობით შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და უახლოეს პერიოდში ველოდებით კონკრეტულ შედეგებს. მე გუშინც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ - მესმის, რომ ეს არის რეზონანსული საქმე და ხვალინდელი დღიდან საგამოძიებო ჯგუფი იქნება ღია საზოგადოებასთან ურთიერთოების ჭრილში და რა თქმა უნდა, ინფორმაცია იქნება გაზიარებული აბსოლუტურად ღიად. ხვალ-ზეგ საგამოძიებო მოქმედებების დიდი ნაწილი იქნება დასრულებული და ამის შემდეგ ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას დავიწყებთ საზოგადოებასთან“, - განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე დააკავეს თუ არა ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი, მინისტრმა განაცხადა - „კონკრეტულად ამ დანაშაულთან დაკავშირებით ჯერ დაკავებული არ გვყავს“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42