იურისტი გუშინდელ შეხვედრაზე ვერ დაარწუნეს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულყოფილია.
კუბლაშვილი ამბობს, რომ სამედიცინო დოკუმენტაციაში დარღვევები და მწირი ინფორმაციაა.
„დასკვნა არაფერზე არ დევს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა სხვადასხვა საკითხზე. რაც შეინიშნება უფრო მასიურად და აქტიურად, ეს არის სამედიცინო დოკუმენტაციაში დარღვევები და მწირი ინფორმაცია,“ - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოკითხული ზოგიერთი პირი თავიდან დაიკითხოს, რადგან კონკრეტული პირების გამოკითხვისას დასმული შეკითხვები არ აკმაყოფილებს.
„გამოძიება მზადაა, ჩემი მონაწილეობით თავიდან გამოიკითხოს ზოგიერთი პირი, რომელთა გამოკითხვისას დასმულმა შეკითხვებმა არ დამაკმაყოფილა“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
მისი თქმით, მაჩალიკაშვილის საქმეში მაია ნიკოლეიშვილის გარდა, კიდევ ერთი დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება, საუბარია ბალისტიკურ ექსპერტზე, რომელთანაც კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.
კუბლაშვილის თქმითვე, „კედელი, რომელიც ნასროლი ტყვიის საბოლოო წერტილი იყო, ჩამონგრეულია“, ამიტომ ბალისტიკური ექსპერტიზის ჩასატარებლად თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში პირველადი სურათის აღდგენაა საჭირო.
მასალის გამოყენების პირობები






