საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ მიხელ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია ეხმაურება და აცხადებს, რომ შეწყალების გამო პრეზიდენტის გასამართლება სამართლებრივი სიბეცეა:
„ყველანი ვთანხმდებით, გარდა პროკურატურისა და სასამართლო სისტემისა, რომ შეწყალების გამო პრეზიდენტის გასამართლება, ეს არის სრული სამართლებრივი სიბეცე. ჩვენ ამ საქმის დაწყების დღიდან ვამბობთ, რომ ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და თავისი შინაარსით სახელმწიფო პოზიციებიდან და გადმოსახედიდან არის სამარცხვინო. როდესაც ბრალად აქვს შერაცხული და საქმეში მტკიცებულებად არის წარმოდგენილი სხვა პრეზიდენტის საქართველოში სტუმრობისას აბანოში გაწეული 40 ლარიანი ხარჯი, ეს არის ქართულ სახელმწიფოებრიობაზე შეურაცხყოფის მიყენება,“ - აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.
მასალის გამოყენების პირობები






