რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მფლობელის, ყოფილი დეპუტატის, გენერალ სოსო (სამსონ) ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მკვლელმა შენობაში შეღწევა მთავარი კარიდან შეძლო, შენობა კი სათადარიგო გასასვლელიდან დატოვა, ლეონიძის ქუჩიდან მუსხელიშვილის ქუჩის მიმართულებით. მან სავარაუდოდ იცოდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე კამერები არ მუშაობდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით კამერები არის ლეონიძის ქუჩაზეც და სამართალდამცავებმა ამ კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღეს.
ბაზრის რამდენიმე თანამშრომელი უკვე ორჯერ დაიკითხა, მათი თქმით, სამართალდამცევებს ძირითადად დროის დაზუსტება აინტერესებდათ.
„აინტერესებდათ დაზუსტება დროის რა მონაკვეთში იყო.“ - აცხადებენ ბაზრის თანამშრომლები.
ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დაკავებულია. აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში არ ადასტურებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, სოსო ქუთათელაძის საქმის გამოძიებაში სპეციალური ჯგუფი ჩაერთო.
მასალის გამოყენების პირობები






