საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გუშინ რუსთავი 2-ის გადაცემა „არჩევანში“ იმყოფებოდა და მან მრავალ საკითხზე გააკეთა კომენტარი. იგი შეეხო მიხეილ სააკაშვილის გასამართლების საკითხს, ასევე იმას, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში სისტემა არ შეცვლილა.
საპარლამენტო უმრვალესობის წარმომადგენლები პრეზიდენტის განცხადებებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ იგი უკვე ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიაში და სწორედ ეს განაპირობებს მსგავს განცხადებებს:
„მმართველი გუნდი სარგებლობს პოპულარობით საზოგაოდებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი არის რიგზე. ვფიქრობ, დღემდე განუხორციელებელი საზოგადოების მოთხოვნები უფრო აქტუალური უნდა გახდეს და ვფიქრობ, ჩვენი მხრიდანაც უფრო მეტი აქტიურობა უნდა შეინიშნებოდეს რეალურად. მე ვფიქრობ, პრეზიდენტის შენიშვნები იმ კონტექსტში რა ფორმითაც წარმოადგინა აბსოლუტურად მიუღებელია. იმ ნაწილში, რომ მიხეილ სააკაშვილი მეტად დამნაშავეა, ვიდრე რეალურად არის ბრალდება წაყენებული, ამაში ჩემი დამოკიდებულებაც დაახლოებულია კონტექსტთან. მაგრამ პროკურატურამ გასაგები განცხადება გააკეთა, რომ კიდევ რამდენიმე ნაწილში არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ძიება“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
მასალის გამოყენების პირობები






