"ანა დოლიძეს პარლამენტში დახვდა აგრესია, შეურაცხყოფა და მდაბიო, მოძველბიჭო ურთიერთობა" - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 23:30, 16 Jan, 2018     1833
პრეზიდენტის მიერ ანა დოლიძის იუსტიციის საბჭოს წევრად წარდგენასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან წამოსულ კრიტიკას გიორგი მარგველაშვილი გადაცემა „არჩევანში“ გამოეხმაურა. მარგველაშვილის თქმით, მის ყოფილ საპარლამენტო მდივანს უკვე პოლიტიკური ნეიტრალიტეტი აქვს და უმრავლესობის წევრების კრიტიკა რომ ანა დოლიძე მიუკერძოებელი ვერ იქნება და იუსტიციის საბჭოში პოლიტიკას შეიტანს საფუძველს მოკლებულია:

„ანა დოლიძეს არ ექნება და არც აქვს იმის მოლოდინი, რომ ჩემგან რამე პოლიტიკური მესიჯი ჰქონდეს. დღევანდელი დღიდან ის არის იუსტიციის საბჭოს წევრი და აღარ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრი. შესაბამისად, მას აქვს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. ანა დოლიძე მივიდა პარლამენტში რამდენჯერმე და პარლამენტში დახვდა აგრესია, შეურაცხყოფა და მდაბიო, მოძველბიჭო ურთიერთობა. ანა დოლიძემ მარტომ, ტრიბუნასთან მდგარმა, მოახერხა და ყველა ამ ადამიანებს, რომელთაც აქვთ სურვილი, რომ მედიის მეშვეობით, რაღაც მდარე განცხადებები აკეთონ, ერთმა ქალბატონმა, მაღალმა კვალიფიციურმა იურისტმა, ეს ყველაფერი იქვე იმ სივრცეში დაულაგა ამ ადამიანებს,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42