"ეს ბრალდება სამარცხვინოა " - შეიწყალებს თუ არა მარგველაშვილი სააკაშვილს
პოლიტიკა - 22:49, 16 Jan, 2018     2210
პრეზიდენტის წინააღმდეგ მმართველი გუნდის მხრიდან წამოსულ კრიტიკას პრეზიდენტი გადაცემა არჩევანში გამოეხმაურა. მარგველაშვილის თქმით, პირველი პირების წინააღმდეგ მოქმედება საქართველოში ტრადიციად იქცა.

„შევხედოთ ჩვენი პოლიტიკური ელიტის ტრადიციას, რა არის ტრენდული? პირველი პრეზიდენტი მოვკალით ტყეში, მეორე ფაქტიურად ცოცხლად გვყავდა შემოფარგლული იზოლაციაში, მესამე ქვეყნიდანაა წასული და მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული, მეოთხეს ვემუქრებით. პოლიტიკური ელიტის სტილია, რომ როდესაც ებრძვი პირველს შეგრძნება გიჩნდება რომ ძალიან ძლიერი ხარ. არქაული ტრადიცია იყო, მოდი მეფე მოვკლათ ან შევჭამოთ.“- განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის თქმით, სააკაშვილის გასამართლება არასწორი კვალიფიკაციით ხდება:

„თუ მე ვიცი, რომ შენ სახლი გაქურდე და ამისთვის ვერ გასამართლებ, ამის მაგივრად არ უნდა გაგასამართლო მანქანის გაქურდვაზე. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, სხვა რამე უკვე არის სამართლებრივი პრინციპიდან გადახვევა. მეორე საკითხია ის რომ სისხლის სამართლით ვერ ასამართლებ ისეთ საქმეზე რაც არ არის სისხლის სამართლის კოდექსით გაწერილი. ადამიანს აქვს მორალური, პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომლებიც ხშირად ემთხვევა და ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს. შეწყალება არის უფლება, რომლის ბოროტად გამოყენებაც არსად არაა სისხლის სამართლის კოდექსში აღწერილი. მათი ლოგიკაა, თუ დამნაშავეა, მაშინ გავასამართლოთ რა მუხლითაც მოვახერხებთ, არა ჩემო კარგო, შენ როდესაც პრეზიდენტს გაასამართლებ ისეთი მუხლით რომელიც არ არის გაწერილი შენ არღვევ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. მე ვთვლი, რომ ეს ბრალდება არის სამარცხვინო ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის.“- განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილმა მისი წინამორბედის შესაძლო შეწყალებაზეც ისაუბრა, მარგველაშვილის თქმით, შეწყალების აქტი სასამართლოს შეცდომების გამოსწორებას არ ემსახურება, არამედ ადამიანის მიმართ ანგარიშის გაწევა და წყალობაა. როგორც მარგველაშვილმა განაცხადა სწორედ სააკაშვილია იმ სისტემის შემოქმედი, რომელმაც მას ეს არასწორი ბრალი წარუდგინა, ამიტომ მის მიმართ ანგარიშის გაწევის და წყალობის ემოცია არ უჩნდება:

„მე რა როლი უნდა ვითამაშო? პროკურატურას ვერ გაურკვევია ბრალი როგორ წააყენოს და როგორ ჩამოაყალიბოს გამოძიება, მოსამართლეს ვერ გაურკვევია ზღვარი, შეწყალების უფლების გამოყენებასა და შეთქმულებას, ქრთამსა და დანაშაულის დაფარვას შორის და ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდეს და შეწყალებით გაასწოროს შეცდომები? მე შეწყალებით სასამართლოს შეცდომებს არ ვასწორებ, ეს არის წყალობა, ადამიანისთვის ანგარიშის გაწევის აქტი. სააკაშვილი, რომელმაც ეს სისტემა ააგო, პროკურატურა და სასამართლო თავისი ამ ტრადიციებით, რომელიც არაფრით არ დაინგრა, ამის შემდეგ მე მის მიმართ რა ემოცია უნდა გამიჩნდეს? ეს ლმობიერების გამოჩენაა და სააკაშვილი არ მეცოდება ამ შემთხვევაში.“- განაცხადა პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42