ომბიდსმენის თქმით, აუცილებელია რომ გამოძიებას ოჯახთან კომუნიკაცია ქონდეს, ტაა არსებულ შეკითხვებს დასაბუთებული პასუხები გაეცეს. ლომჯარია საგამოძიებო ორგანოს და ოჯახს შუამავლის ფუნქციის შესრულებას სთავაზობს:
„სახალხო დამცველი სთავაზობს გამოძიებას, რომ ჩვენ ვიყოთ ის სივრცე , სადაც ისინი შეძლებენ ოჯახთან კომუნიკაციას და გარკვეული შუამავლის როლი შევასრულოთ, იმისთვის რომ მაქსიმალურად იქნეს ოჯახისთვის ინფორმაციის მიწოდება. ამ ადამიანებს გააჩნიათ ძალიან დიდი უსამართლობის გრძნობა და გამოძიებამ მათ გარკვეულ კითხვებზე პასუხი აუცილებლად უნდა გასცეს. ბუნებრივია, საქმის ყველა დეტალი და გარემოება არ შეიძლება გახდეს საჯარო, მაგრამ გამოძიებას აუცილებლად უნდა ქონდეს კომუნიკაცია ოჯახთან. ოჯახიც და საზოგადოებაც ითხოვს, ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ კავშირის შესახებ უტყუარ ფაქტებს, რომელიც არსებულ ეჭვებს დასაბუთებულ პასუხს გასცემს“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის თქმით, პანკისის მოსახლეობა წუხს იმ სტერეოტიპის გამო, რმელიც მედიაში და საზოგადოებაში არსებობს, თითქოს ხეობაში ტერორისტები ან ტერორიზმთან დაკავშირებული ადამიანები ცხოვრობენ:
„მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლებაში, საზოგადოებასა და მედიაში არსებობს სტერეოტიპი და სტიგმა, თითქოს ხეობაში ტერორისტები ან ტერორიზმთან დაკავშირებული ადამიანები ცხოვრობენ. მათი თქმით, ისინი ქვეყნის პატრიოტები არიან და განიცდიან ამ სტერეოტიპებს. მეორე საკითხი, რაც გამოიკვეთა ესაა, ხელისუფლებასთან პირდაპირი კომუნიკაცია. შეხვედრაზე გვითხრეს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ზოგჯერ ცალკეულ ჯგუფებს ხვდებიან და არა მთლიანად ხეობის მოსახლეობას.”- აღნიშნა ლომჯარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






