„მაგრამ დადგა 16 იანვრის დილა, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააანალიზა...“- წულუკიანი პრეზიდენტის ადმინისტრაციას პასუხობს
პოლიტიკა - 19:58, 16 Jan, 2018     2528
მოქალაქეობის საქმეთა კომისიის ადგილმდებარეობის საკითხს იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა. თეა წულუკიანის თქმით პრეზიდენტა გადაწყვიტა კომისიას მასთან ემუშავა, თუმცა არ გაითვალისწინა, რომ სხდომების გამართვას შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდებოდა.

„საქართველოს პრეზიდენტმა შარშან, წლის მიწურულს, გადაწყვიტა, რომ მოქალაქეობის კომისია მასთან უნდა მუშაობდეს; თავმჯდომარეც, შემადგენლობის უმრავლესობაც უნდა იყოს მისი და იუსტიციის მინისტრს დაუწესა ვადა 15 იანვრამდე, რომ შესაბამისობაში მოეყვანა ყველა მისი აქტი და ნაბიჯი, ასე ვთქვათ, პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებასთან. იუსტიციის მინისტრმა, მე, ამ შემთხვევაში, ყველა ეს ნაბიჯი განვახორციელე. მაგრამ დადგა 16 იანვრის დილა, როდესაც პრეზიდენტთან გადასულმა კომისიამ და თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააანალიზა, რომ კომისიის თავისთან წაღება ნიშნავს ორ მარტივ რამეს: ერთი იმას, რომ უნდა იყოს ინფრასტრუქტურა შესაბამისი კომისიის სხდომებისთვის და, ასევე, ნიშნავს იმას, რომ კომისიამ უნდა იმუშაოს და იშრომოს.

რაც შეეხება პირველ საკითხს: როგორც დღეს ირკვევა, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში არ გამოიძებნა ფართი კომისიის ექვსი წევრის სხდომებისათვის და პრეზიდენტმა შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და კვლავ დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემა უნდა იყოს კომისიის სამუშაო ადგილი. რა თქმა უნდა, მე გამოვთქვამ მზაობას, რომ სხვა უწყების − პრეზიდენტის ადმინისტრაციის − თანამშრომლები ჩვენ შევიფაროთ და კომისიას მუშაობის საშუალება მივცეთ. რაც შეეხება მეორე საკითხს: ის, რომ კომისიამ ტესტირებები უნდა ჩაატაროს, მოქალაქეებს გაესაუბროს, აქ ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი დამხმარე როლი ვერ გვექნება, რადგან კომისიის სხვა უწყებაში გადატანა ნიშნავს იმას, რომ სხვა უწყების თანამშრომლებმა და მათმა ხელმძღვანელებმა მართლაც უნდა ჩაატარონ ის სამუშაო, რასაც აქამდე აღმასრულებელი ხელისუფლება დიდი პასუხისმგებლობით ატარებდა.“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა იმაში, რომ ის კომისიის დადებითი დასკვნების მიუხედავად , საქართველოს მოქალაქეობის მსურველებს უარს ეუბნება:

„როგორც ჩვენი ქვეყნის იუსტიციის მინისტრი, მე გამოვთქვამ იმედს, რომ ამგვარად დაკომპლექტებული პრეზიდენტის კომისია საკუთარ თავში იპოვის ძალას, რომ პრეზიდენტს გაუწიოს წინააღმდეგობა, როდესაც ის უარს ეტყვის ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს მოქალაქეობის მიღებაზე, ჩვენ ამ წინააღმდეგობას მას ვუწევდით; როდესაც ის უარს ეტყვის ჩვენს ყოფილ მოქალაქეებს, რომ დაუბრუნდნენ ჩვენს სამშობლოს, ჩვენ მას წინააღმდეგობას ვუწევდით. იმედი მაქვს, რომ მისივე კომისია ამ წინააღმდეგობას გააგრძელებს იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი თანამემამულეები დავუბრუნოთ სამშობლოს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა კომენტარი კარიბის ზღვის ქვეყნების სამიტზე ყოფნისას გააკეთა, რომელიც კუნძულ ანტიგუაზე იმართება.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის განახლებული შემადგენლობა სამუშაო ადგილზე არ დაუშვა და სამინისტროს შენობიდან გამოასახლა. აბაშიშვილის თქმით, ადგილი აქვს კომისიის მიმართ წულუკიანის პირად ანგარიშსწორებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42