პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით სტუდენტებისთვის ინოვაციური პროექტი დაიწყო
პოლიტიკა - 18:26, 16 Jan, 2018     978

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბაზაზე სტუდენტებისთვის ინოვაციური პროექტის გახსნას დაესწრო. გიორგი აბაშიშვილმა პროექტის „სამოქალაქო ქმედების სკოლის“ მონაწილეებს საჯარო ლექცია წაუკითხა და მათ კითხვებსაც უპასუხა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, - „პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა მხარი დაუჭირა „საბაუნის“ პროექტს, სამოქალაქო ქმედების სკოლას, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტებისათვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს კვალიფიციური დისკუსიის სივრცე, კვალიფიციური დისკუსიის შესაძლებლობა საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოების, ეკონომიკის საკითხებზე, შესაბამისად ეს პროექტი სწორედ ამას ემსახურება, რომ სტუდენტებმა შეძლონ დისკუსია, ანალიტიკური მსჯელობა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ძალიან აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის.“

„სამოქალაქო ქმედების სკოლა“ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით ორი თვის განმავლობაში განხორციელდება და პროექტის ფარგლებში სტუდენტები გამოიმუშავებენ ანალიტიკური მსჯელობის უნარს, გაეცნობიან და განიხილავენ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს, სკოლის მიზანი ახალგაზრდა ლიდერების აღზრდაა.

მონაწილეები მოისმენენ ლექციებს საქართველოს წამყვანი ექსპერტებისგან. პროექტის კურსი შედგება ხუთი საბაზისო მოდულისგან: საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და სამართალი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42