„სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან მორიგი ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა გაიმართა. შევჯერდით ძირითად მიმართულებებზე, რომ სადისტრიბუციო კომპანიები მოემზადონ იმ ახალი რეგულაციებისათვის, რომელიც სადისტრიბუციო მანქანების ღამის საათებში მოძრაობას შეეხება. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ კომპანიებთან აქტიურ მუშაობას, რათა სადისტრიბუციო მანქანების ღამის განმავლობაში მოძრაობის გრაფიკმა მინიმალურად შეაფერხოს ბიზნესი და მინიმალური პრობლემები წარმოშვას, ზოგადად, ქალაქში მოძრაობასთან დაკავშირებით“ - განაცხადა მაია ბითაძემ.
შეხვედრაზე კომპანიების წარმომადგენლებმა იმ რისკებზე ისაუბრეს, რომელიც ახალი გრაფიკის დაწესებით, შესაძლოა, მათ კომპანიებს შეექმნას. კომპანიებმა მერიასთან მჭიდრო კომუნიკაციით ამ რისკების შემცირებისა და ახალი რეგულაციებისთვის სათანადოდ მომზადების სურვილი გამოთქვეს.
შეხვედრის ბოლოს, მხარეები კონკრეტული მოსაზრებების შეჯერებისთვის შეხვედრების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
თბილისის მერის ინიციტივით დედაქალაქის მთავრობა საცობების შემცირების მიზნით კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებას იწყებს. ღონისძიებები ეხება სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებით კონკრეტული საათების დადგენას, ასევე, ნარჩენების გატანისა და სამარშრუტო ტაქსების სწორი მოძრაობის რეგულირებას.
მასალის გამოყენების პირობები






