კორუფციის რისკი საზოგადოებრივ მაუწყებელში - რა შენიშვნები აქვს პრეზიდენტს კანონპროექტთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 16:56, 16 Jan, 2018     930
საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტში, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით ცვლილებებსაც ითვალისწინებს, საქართველოს პრეზიდენტი კორუფციის საფრთხეს ხედავს.

პრეზიდენტის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონიდან გასვლა მნიშვნელოვნად გაზრდის კორუფციის რისკს და მის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობას შეასუსტებს. აღნიშნულ თემაზე საუბარია იმ მოტივირებულ შენიშვნებში, რომელიც პრეზიდენტმა კანონთან დაკავშირებით პარლამენტს გადაუგზავნა.

“ხდება სახელმწიფო შესყიდვების ნაწილის არამხოლოდ კონკრეტული კანონის მოქმედების ჩარჩოდან გამოყვანა, არამედ ამ ტიპის სახელმწიფო შესყიდვების გამოყვანა უმნიშვნელოვანესი პრინციპების მოქმედების სფეროდანაც, რაც გაუმართლებელია. კომიტეტის დასკვნის მიხედვით, ამ ტიპის შესყიდვების გამოყვანა სახელმწიფო შესყიდვების კანონის რეგულირების სფეროდან გამომდინარეობს 2014/24/EU დირექტივიდან. ნებისმიერი გამონაკლისი, რომელსაც ეს დირექტივა უშვებს, უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს, როგორებიცაა: თანასწორობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა. თუმცა, შემოთავაზებულ კანონპროექტში არანაირი, მინიმალური გარანტიაც კი, რომ შესყიდვების პროცესში ეს პრინციპები დაცული იქნება, მოცემული არ არის. საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგიის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვები არის კორუფციისადმი ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი სფერო. შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამართული ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისთვის, ვინაიდან ეფექტიანი სახელმწიფო შესყიდვების სისტემის საშუალებით შესაძლებელია დაიზოგოს საჯარო სახსრები და თავიდან იქნეს აცილებული საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი, არაეკონომიური ხარჯვა. ქვეყნის გრძელვადიანი მიზნებია: სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის დახვეწა, გამჭვირვალობის მაღალი დონის შენარჩუნება, სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არადისკრიმინაციული მიდგომისა და ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფა, კორუფციული რისკის მინიმუმამდე დაყვანა. შესაბამისად, ნათელია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის კორუფციის რისკს და შეასუსტებს მის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობას, რაც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს პოლიტიკას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით და უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება იმ გზაზე, რომელზეც საქართველომ, არაერთი ავტორიტეტული წყაროს თანახმად, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ამგვარად, გაუმართლებლად მიგვაჩნია, სახელმწიფო შესყიდვების ერთი ნაწილი გამოვიდეს არსებული რეგულაციების სფეროდან ისე, რომ კანონმდებლობით არ იყოს დადგენილი ის მინიმალური სტანდარტებიც კი, რომლებიც ამ შემთხვევაში უნდა იყოს დაცული. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება, როგორც ასოცირების ხელშეკრულების სულისკვეთებას, ისე კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიას.“ - აღნიშნულია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.

აღნიშნულ კანონპროექტის საკუთარ ვარიანტში პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელმა ტელერადიოპროდუქცია და მასთან დაკავშირებულ მომსახურება “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის შესაბამისად შეისყიდოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესყიდვა არარეზიდენტი პირისგან ხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42