,,ტერიტორიული მთლიანობის თემის გაქრობა მთავრობის პოლიტიკის ,,მიღწევაა“, რაც სახელმწიფო იდეოლოგიის არარსებობის ფონზე ბუნებრივი შედეგია“ - შაშკინი NDI-ის კვლევის შედეგებზე
პოლიტიკა - 15:28, 16 Jan, 2018     1189
ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი კვლევის ნაწილი გამოაქვეყნა, რომელშიც მოყვანილია მონაცემები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, სოციალური პრობლემების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მედიის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით მოსახლეობის 54% მთავარ პრობლემად ქვეყანაში უმუშევრობას ასახელებს, 53% არსებული მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 41 პროცენტი მიიჩნევს, რომ რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები, 29% კი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა.

რაც შეეხება დასავლურ სტრუქტურებს, გამოკითხულთა უმრავლესობა მომხრეა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების.

კვლევას „ნიუპოსტთან“ საუბრისას საქართველოს თავდაცვისა და განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აფასებს. შაშკინი არსებულ სიტუაციას სტაბილურად მძიმეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ სოციალური ფონი იმდენად მძიმეა ქვეყანაში, რომ მან გადაფარა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა:

„შეიძლება ითქვას, რომ პაციენტი არის სტაბილურად მძიმე. კვლევაში წამოწეულია სოციალური პრობლემატიკა, ხალხი ძალიან ადექვატურად აფასებს თავის პრობლემებს და მათთვის ეს არის უმუშევრობა და სოციალური ფონი, რომელიც ქვეყანაში არის ძალიან რთული. გამოკითხულთა 60%-ზე მეტი თავს უმუშევრად მიიჩნევს, ეს სერიოზული პრობლემაა. საინტერესო იქნება იმის კვლევა, თუ რატომ თვლის ის ხალხიც კი, ვინც დასაქმებულია თავს უმუშევრად? სავარაუდოდ, ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ მათი შემოსავალი იმდენად მცირეა, ვერ აღიქვამენ თავს დასაქმებულად.

მთავრობამ რასაც მიაღწია, არის ის, რომ აღარ არსებობს თემა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა. ამ მთავრობის მთელი პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ საერთოდ გაქრეს ეს საკითხი. ამაში არიან ძალიან წარმატებულები და კვლევა აჩვენებს, რომ სოციალურმა ფონმა ეს თემა მთლიანად გადაფარა. ქვეყნის განვითარებისთვის ეს ძალიან ცუდი და სახელმწიფო იდეოლოგიის არარსებობის ფონზე - აბსოლუტურად ბუნებრივი შედეგია“, - აცხადებს შაშკინი.

შაშკინი ასევე ყურადღებას ამახვილების მთავრობის მუშაობის შეფასების ნაწილზე და აცხადებს, რომ შედეგების მიხედვით შესაძლოა ითქვას, ხელისუფლებამ დაშინებით შეძლო ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში კონტროლის მოპოვება:

„ყურადღებას გავამახვილებდი მთავრობის მუშაობის შეფასებაზე, თუ მის მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 10% აფასებს პოზიტიურად, ეთნიკური უმცირესობების რაიონებში, ეს არის 30%-ზე მეტი, ასეთი შედეგი პირველად არის ბოლო 6 წლის განმავლობაში, სამწუხაროა, რადგან, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მოახერხა შიშითა და კონტროლით ამ რეგიონებში იმავე სიტუაციის დანერგვა, რაც იყო შევარდნაძის დროს. გასაკვირი აქაც არაფერია, რადგან იგივე ხალხია ახლაც ხელისუფლებაში, ვინც იყო შევარდნაძის დროს“, - განმარტავს დიმიტრი შაშკინი.

რაც შეეხება საერთაშორისო სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მომხრეთა პროცენტულ მაჩვენებელს, შაშკინის აზრით აღნიშნული პროცენტი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა:

„მთავარი, რაც ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა, არის ის, რომ ნატო-სა და ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავ მაღალია. ხალხი ხედავს რუსეთს, როგორც საშიშოროებას, მტერს და ეს მნიშვნელოვანია. მიუთითებს იმას, რომ საზოგადოება ადექვატურია, ის ხედავს პრობლემებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.

საქართველოში ყოველთვის იყო მოსახლეობის დაახლოებით 25%, რომელსაც გარკვეული ნოსტალგია ჰქონდა რუსეთის მიმართ. ამას აქვს თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, სახელმწიფო იდეოლოგიის შედეგად, ამ 25%-ის ე.წ. მავნე პოზიცია ასეთი აშკარა არ იყო, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო იდეოლოგია გაქრა და სახელმწიფო არ ასრულებს თავის მთავარ ფუნქციას, ეს 25% ბუნებრივია არის უმცირესობა, მაგრამ ის ქმნის პრობლემას. კარგია, რომ ეს რაოდენობა არ იზრდება, მაგრამ ნურავის ჰგონია, რომ უყურადღებოდ დატოვება შეიძლება. როდესაც სახელმწიფო არ ასრულებს საკუთარ ფუნქციას, ამ 25%-ს შეუძლია გავლენა მოახდინოს მერყევ ელექტორატზე.

ასევე საინტერესოა მონაცემები ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშiრებით, 70%-ზე მეტი ინტერნეტს არ იყენებს, ასაკოვან ხალხში გავლენა არ იზრდება, ესეც განაპირობებს იმ 25%-იან მაჩვენებელს, რომელსაც რუსეთის მიმართ ნოსტალგია აქვს“, - აღნიშნავს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42