„Freedom House“-ის 2017 წლის ანგარიშს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა გამოეხმაურა. ბოკუჩავას თქმით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოსალოდნელი იყო.
„პირდაპირ ხაზგასმულია, რომ საქართველოს სტატუსის დაქვეითება უკავშირდება პირდაპირ საკონსტიტუციო ცვლილებებს და იმ პროცესს, რაც ამას თან ახლდა და რომელმაც გამოავლინა, რომ „ქართული ოცნება“ მარტო იღებს გადაწყვეტილებებს. საქართველო ვერ იქნება მოწინავე ქვეყნების სიაში, რადგან ამ ქვეყანაში ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს ერთი ადამიანი და ერთ კონკრეტული ოჯახი
ის, რომ „Freedom House“ განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ აყენებს საქართველოს, სამწუხაროდ, ეს არ არის გასაკვირი და სავარაუდოდ, ბევრი სხვა მწვავე შეფასება შეგვხვდება.“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, „Freedom House“-ის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში შევიდა, რომლებიც 2018 წელს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებულ დაკვირვებას საჭიროებს.
მასალის გამოყენების პირობები






