საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ი მორიგ ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, საქართველო 64 ქულით კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში რჩება.
საქართველოს ნაწილში, ყოველწლიური ანგარიში ორ მოვლენას გამოყოფს - საკონსტიტიუციო ცვლილებებს და თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და აქტივისტვის აფგან მუხთარლის გაუჩინარებას.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები დიდი გამოწვევა იქნება საქართველოს ოპოზიციისთვის, რამაც, შესაძლებელია მომდევნო წლებში პარტიის კონტროლი კიდევ უფრო გაამყაროს.
არჩევნების შემდეგ, „საპარლამენტომ უმრავლესობა 2017 წლისთვის, შორსმიმავალი საკონსტიტუციო რეფორმა დააანონსა, რომელმაც აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია ოპოზიციონერ კანონმდებლებს, საზოგადოებრივ ჯგუფებსა და პრეზიდენტ მარგველაშვილის მხრიდან. საპარლამენტო დომინირებით, „ქართული ოცნება“, სავარაუდოდ, დომინანტი იქნება ნებისმიერ საკონსტიტუციო კომისიაში, რომელსაც რეფორმების შემუშავება ევალება" - ნათქვამია ანგარიშში.
„ფრიდომ ჰაუსის“ ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი მარკ ბეჰრენდტი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მთავარი შეშფოთება კონსტიტუციის ოპოზიციის ჩართულობის გარეშე მიღებამ გამოიწვია:
„საკონსტიტუციო ცვლილებებში არის დადებითი ცვლილებებიც, მაგრამ ის არ ამოქმედდება 2024 წლამდე, რაც ნიშნავს, რომ მანამდე „ქართული ოცნების“ მთავრობა გამოიყენებს იმ უპირატესობებს, რომელსაც მას მაჟორიტარული წესით არჩევნები ანიჭებს,“ - ამბობს ბეჰრენდტი.
მასალის გამოყენების პირობები






